სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

როგორ ავალაპარაკოთ მოსწავლეები გაკვეთილზე?- რჩევები პედაგოგებს
14-11-2020
-
+


საშუალო საფეხურის მოსწავლეებს საუბარი უყვართ. მათ როდესაც შეკითხვას დაუსვამთ, კლასში ბევრ აწეულ ხელსაც დაინახავთ. თუმცა კლასებში მრავალი აქტივობა მასწავლებლის ბევრ საუბარს გულისხმობს.

გთავაზობთ მეთოდებსა და სტრატეგიებს, რომ თქვენი საუბრის წილი შეამციროთ, მოსწავლეებისა კი გაზარდოთ.

  • მოსწავლეებს ფიქრის დრო მიეცით
როდესაც შეკითხვას დასვამთ, პასუხს მაშინვე ნუ დაელოდებით. მოსწავლეებს მიეცით დრო, აზრები მოიკრიბონ და პასუხზე დაფიქრდნენ. მოსწავლეებს შეუძლიათ პასუხები დაწერონ ან გრაფიკულად ჩაინიშნონ, რაც მათ დამახსოვრებაში დაეხმარებათ. გახსოვდეთ, ხანდახან მოსწავლეების ასალაპარაკებლად რაც გჭირდებათ, მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე წუთია, რაც მათ დასაფიქრებლად უნდა მისცეთ.

  • ჯგუფებში ამუშავეთ
ჯგუფში მუშაობა მოსწავლეებს თანატოლებთან ერთად მუშაობისა და ნასწავლ მასალაზე დისკუსიის შესაძლებლობას აძლევს, ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ მასწავლებელს მოუსმინონ და ჩანაწერები აწარმოონ.

  • სხეულის ენა გამოიყენეთ
დაფიქრდით, როგორ გხედავენ მოსწავლეები, როდესაც მათ წინაშე დგახართ. როცა ელაპარაკებით, მხრები ჩაკეტილი გაქვთ თუ ღია ხართ? მათ უყურებთ? თქვენი სხეულის ენა განსაზღვრავს მოსწავლეები რამდენად კომფორტულად არიან და რამდენს გელაპარაკებიან. როდესაც გესაუბრებიან, მათ უყურეთ და მხრებიც არ გქონდეთ ჩაკეტილი. როდესაც ეთანხმებით, თავი დაუკარით და საუბარი არ შეაწყვეტინოთ.

  • თქვენს შეკითხვებზე დაფიქრდით
თქვენს შეკითხვებს დააკვირდით. თუ რიტორიკული და კი/არა პასუხის შეკითხვებს უსვამთ, მაშინ რატომ უნდა ელოდოთ, რომ ბევრს გიპასუხებენ? შეეცადეთ ამა თუ იმ საკითხზე დისკუსია გამართოთ. შეკითხვას ისეთი ფორმულირება მიეცით, რომ მოსწავლეებმა რომელიმე პოზიცია დაიჭირონ.

  • სტუდენტების ხელმძღვანელობით ფორუმი გამართეთ
მოსწავლეებს ჰკითხეთ, თქვენი საგნის ფარგლებში რისი სწავლა უნდათ და დაავალეთ შერჩეულ თემაზე შეკითხვები შეადგინონ. როდესაც მოსწავლეების ხელმძღვანელობით ფორუმს ატარებთ, ისინი თავს უფრო თავისუფლად გრძნობენ და დისკუსიაც უფრო აქტიურია.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება