სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

„უდიდესი მიღწევაა 21-ე საუკუნეში მოსწავლეს ქსოვის მიმართ ინტერესი რომ აქვს“
22-01-2020
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის გამოყენებითი ხელოვნების წრეს კურირებს და ბავშვებს ქსოვას ასწავლის. მანამდე კი იყო ხელსაქმის შესწავლის ხანგრძლივი და არცთუ მარტივი გზა. პროფესიით ისტორიკოს ამალია ჭილაიას სპეციალობით არასოდეს უმუშავია, სამაგიეროდ, ქსოვას ბავშვობიდან დაეუფლა და დღეს ამაყობს მოსწავლეებით, რომლებიც თავად გამოზარდა. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როდესაც ქალბატონი ამალიას ქიმიის მასწავლებელმა გადაწყვიტა, მოსწავლეთა მეხსიერებაში სწორედ ამ ხელსაქმით დარჩენილიყო.

- ქსოვა ციური მასწავლებელმა გვასწავლა. მართალია, ქიმიის პედაგოგი იყო, მაგრამ ხელსაქმე ძალიან უყვარდა. ავადმყოფობა, მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და ციური მასწავლებელმაც გადაწყვიტა, ჩვენთვის ქსოვის შესწავლით დაემახსოვრებინა თავი. ხშირად გვიმეორებდა - მე რომ აღარ ვიქნები, ქსოვა გეცოდინებათ და ასე ყოველთვის გაგახსენდებითო.

გაკვეთილების შემდეგ ვრჩებოდით და თოჯინებისთვის ვქსოვდით უამრავ რამეს; შემდეგ ჩვენივე ნამუშევრებს კედელზე ვკიდებდით და ვტკბებოდით...

- როდის გადაწყვიტეთ ხელსაქმისთვის სეროზულად მოგეკიდათ ხელი?

- დედაც კარგად ქსოვდა, ასე რომ, ჩემთვის ხელსაქმე შორეული არ ყოფილა. მეც უზომოდ შემიყვარდა ქსოვა და იმდენად კარგად ვქსოვდი, სკოლაშიც არაერთხელ უთქვამთ - ამ ბავშვს ზედმეტად კარგად აცვია, სახლში გავუშვათ, გამოიცვალოსო. წარმოიდგინეთ, მე-6 კლასში უკვე ბერეტს ვქსოვდი.

- ქალბატონო ამალია, როგორც ვიცი, სპეციალობით, ისტორიკოსი ბრძანდებით...

- დიახ, თუმცა სპეციალობით არასოდეს მიმუშავია. როდესაც მარტვილის ხელოვნების სკოლაში დავსაქმდი, ჩემთვის ნამდვილი და ერთადერთი სამსახური ეს აღმოჩნდა. სხვათა შორის, ჩემი ბევრი მოსწავლისთვის ქსოვა შემოსავლის წყაროა.



- დარწმუნებული ვარ, მუნიციპალიტეტში, თქვენით ძალიან ამაყობენ.

- ჩემი აღსაზრდელები იმდენად კარგად ქსოვენ, მუდმივად ყურადღების ცენტრში არიან; გამოფენებზე გავდივართ, გუბერნატორიც ხშირად ესწრება ჩვენს ღონისძიებებს და შექებაზე მეტი ჯილდო რა შეიძლება იყოს ბავშვისთვის?!

- ალბათ ძალიან გიყვართ თქვენი მშობლიური მარტვილი...

-  დიახ, ძალიან...  ხელსაქმე ვიცი, ბოსტანს ვუვლი, საქონელი მყავს, სრულფასოვანი ცხოვრებით ვცხოვრო, ჩვენთან მეტი სიმშვიდეა, მეტი მიტევება, მეტი სიყვარული... ჩვენთან ნევროზი არავის აქვს. თანაც მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი დღითიდღე ვითარდება. ხალხს მოსწონს აქ ცხოვრება და ეს ყველაფერი ჩვენი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის დიდი დამსახურებაა.

-  წარმოიდგენდით, რომ ოდესმე ხელით ნაქსოვი ნაწარმი ასე დაფასდებოდა?

- რა თქმა უნდა, ყოველთვის მჯეროდა, რომ ასე იქნებოდა. მე, პირადად, მარტვილის მუნიციპალიტეტში ერთადერთი მქსოველი ვარ, თორემ, ჩემ გარდა, სხვაც რომ იყოს, დარწმუნებული ვარ, ისეთივე დაფასება ექნებოდა, როგორიც მე. ყურადღება ნამდვილად არ მაკლია, ჩვენი სკოლის დირექტორი მუდმივად ყიდულობს ძაფებს, რათა ბავშვებისთვის ხელსაქმის შესწავლა შევძლო.

მახსოვს, ერთხელ დიდი ღონისძიება გვქონდა, მარტვილის კულტურის მოღვაწეები იყვნენ შეკრებილნი, მოცეკვავეები, პოეტები... ჩვენი ნამუშევრებიც გამოვფინეთ და ვიღაცამ მკითხა ნამუშევრების ფასი; მერე შევიტყვე, თურმე ეს ადამიანი ჩვენი გამოფენის დამფინანსებელი ყოფილა.


- ქალბატონო ამალია, ბევრი მოსწავლე გყავთ?

- მოსწავლე ბევრი მყავს და წარმოიდგინეთ, ყოველი მათგანი ათოსანია. თუ ბავშვი კარგად არ სწავლობს და გაკვეთილების მომზადებისას ზარმაცობს, რომელი მშობელი გამოუშვებს ჩემთან? - არადა ბავშვები ისე არიან მოწადინებულები, დრო ზედმიწევნით კარგად აქვთ განაწილებული და ქსოვის გარდა, სხვა წრეებზეც ახერხებენ სიარულს.

- როგორ მოახერხეთ თანამედროვე ბავშვების ქსოვით დაინტერესება...

- მართლაც დიდი მიღწევაა 21-ე საუკუნეში მოსწავლეს ქსოვის მიმართ ინტერესი რომ აქვს!  უბედნიერესი ვარ, რომ ასეთი კარგები არიან ჩვენი მოსწავლეები. სული და გული მაქვს ამ საქმეში ჩადებული და ასეც უნდა იყოს - ვისაც ხელოვნება არ აინტერესებს, ვინც ხელოვნებას არ აფასებს, იმას რაზე შეიძლება ველაპარაკო. ხელოვნებით გადავრჩით ჩვენ საუკუნეების განმავლობაში და ისეთი კულტურა გვაქვს, მსოფლიოს უკვირს. სვანეთში წინდას რომ ქსოვენ, მითხარით, სხვაგან ვინ აკეთებს მსგავსს?! ბებიებიდან მოდის ეს ყველაფერი და თუ არ შევინარჩუნეთ, სხვაგვარად ვერ განვვითარდებით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება