| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში 2020 წელს დაგეგმილი ძირითადი სიახლეების გაცნობა წარმოადგენდა.
უწყების განცხადებით, სამუშაო შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევიჩის, თქმით, სამინისტრო აკრედიტაციის სისტემის მოდიფიცირებას, კერძოდ, კლასტერულ აკრედიტაციაზე გადასვლას გეგმავს, რაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე სფეროს საგანმანათლებლო პროგრამების შეფასებას გულისხმობს.
„თამარ მახარაშვილმა დეტალურად წარმოადგინა ის ძირითადი ეტაპები, რომლის მიხედვით უნდა დადგინდეს საქართველოში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობა განახლებული კვალიფიკაციების ეროვნულ ჩარჩოსთან და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2020 წლიდან ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრების ატესტაცია და პროფესიული განვითარება იგეგმება. ამგვარი მიდგომა ხელს შეუწყობს მაღალკვალიფიციურ ექსპერტთა კორპუსის ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის მხარდამჭერი ღონისძიებების, ტრენინგების, სამუშაო შეხვედრების დაგეგმვასა და განხორციელებას“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელბულ განცხადებაში.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში არსებულ გამოწვევებზე თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს და მათი დასაძლევის გზებზე იმსჯელეს.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას