სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

ავთო ვარსიმაშვილი: „სიმართლე არასოდესაა სასიამოვნო მოსასმენი“
08-01-2020
-
+


რამდენიმე დღეა ხელოვანებმა პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართეს, სადაც კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფა მოითხოვეს. მიმართვას საზოგადო მოღვაწეები აწერენ ხელს, რომელთა შორისაც თავისუფალი თეატრის ხელმძღვანელი ავთო ვარსიმაშვილი გახლავთ.

ინტერვიუ სწორედ ამ თემით დავიწყეთ და იმაზეც ვისაუბრეთ, რატომაა პრინციპულად მნიშვნელოვანი კულტურის სამინისტროს ცალკე სტრუქტურად არსებობა, რატომ არ ფინანსდება თავისუფალი თეატრი არც ერთი ხელისუფლებისგან, როგორ მიაღწია წარმატებას და როგორი იყო ბავშვობაში დღეს უკვე წარმატებული რეჟისორი - Etaloni.ge- სტუმარი ავთო ვარსიმაშვილია.

- ბატონო ავთო, რატომაა მნიშვნელოვანი კულტურის სამინისტროს განცალკევება?

- ეს საკითხი ჩემთვის მნიშვნელოვანია არა იმიტომ, რომ ხელოვანი ვარ, არამედ იმიტომ, რომ ვარ მოქალაქე!  სადაც კულტურა არ არის დაფასებული, ის არშემდგარი ქვეყანაა... მოდი, გადავხედოთ ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანას - ყველა  პატივს სცემს საკუთარ კულტურას და ეს გამოიხატება მხოლოდ სიტყვებში კი არა, მტკიცდება საქმითაც. ნახეთ, სხვადასხვა ქვეყნის ბიუჯეტიდან რამდენი პროცენტი ეთმობა კულტურას, ამ მხრივ ჩვენთან სავალალო მდგომარეობაა.

თუკი რამით შეგვიძლია თავი მოვიწონოთ ცივილიზებულ სამყაროში,  კულტურაა და სწორედ მისი წყალობით, ცივილიზებული ქვეყნების თანასწორნი ვხდებით. ამ დროს კი ჩვენთან ხდება კულტურის სფეროს სრული იგნორირება,  გაუფასურება, აუქმებენ კულტურის სამინისტროს...  როგორ შეიძლება არ აღშფოთდე?

- გულწრფელად გჯერათ, რომ ცალკე არსებული კულტურის სამინისტროთი უფრო დაფასებული გახდება ეს სფერო საქართველოში?

- ყოველ შემთხვევაში, კულტურის მოღვაწეებს გვექნება საშუალება, მეტი გავაკეთოთ ამ სფეროს განვითარებისთვის. ახლა ისეთი ვითარებაა, ვერანაირ საკითხს ვერ განვიხილავთ, რომელიც დაგვეხმარებოდა  წინსვლაში. ნებისმიერი საკითხის გადასაწყვეტად, უნდა მივმართოთ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს... ესაა უდიდესი სტრუქტურა და ელემენტარულად, არ სცალიათ კულტურისთვის; მთავრობის სხდომებზეც ვერ იცლიან კულტურისთვის, სამინისტროს განათლების საკითხში უამრავი გამოწვევა აქვს და ამიტომ, რა ვქნათ, გავაჩეროთ ყველა პროექტი და ყველა თეატრი?!

უნდა არსებობდეს ორგანო, სადაც მივლენ კულტურის მუშაკები და საკუთარ პრობლემებს ოპერატიულად გადაწყვეტენ. ბადრი მაისურაძე არაჩვეულებრივი პიროვნებაა, არაჩვეულებრივი მომღერალი, საზოგადო მოღვაწე, კარგი მენეჯერი, მას დიდი ხანია ვიცნობ, მაგრამ იგი არსებულ ვითარებაში ვერაფრის გაკეთებას შეძლებს.

- გამოდის, ქართული კულტურა ჩიხშია?

- არ მითქვამს, რომ ქართული კულტურაა ჩიხში... ვისაც ქართული კულტურის დაცვა ხელეწიფება, ისაა შესული ჩიხში და პირადად, უამრავ წინააღმდეგობას ვაწყდები ყოველ წამს - დიდი ხანია ვცდილობ, შევხვდე ბატონ მიხეილ ჩხენკელს, მასაც აქვს ამის სურვილი, მაგრამ არ სცალია.

- ამ თემაზეც ხომ არ აპირებთ სპექტაკლის დადგმას, მით უმეტეს, ბოლო სპექტაკლი - დასაკარგი არაფერი გვაქვს“, პოლიტიკურია?

- „დასაკარგი არაფერი გვაქვს“ არის ანტიუტოპია - ჩემ მიერ ტრაგიკულ ფერებში დანახული ჩვენი მომავალი. თუ ჩვენი ცხოვრება ასე გაგრძელდება, დასასრულსაც შავ ფერებში აღვიქვამ... ისე კი, ჩვენი თეატრი ყოველთვის იყო სოციალურ-პოლიტიკური, დიდი იმედი მაქვს, ასეთად დავრჩებით და ყოველთვის ვილაპარაკებთ იმ თემებზე, რისი მოსმენაც უნდა ჩვენს მაყურებელს. თამამად ვამბობთ სათქმელს და პირობას გაძლევთ, ასეც იქნება.

- ბავშვობაშიც ასეთი პირდაპირი იყავით?

- მგონი, ძალიან კარგი ბავშვი ვიყავი - ორიენტირებული წიგნის კითხვაზე. ძალიან მიყვარდა ხელოვნება, დღემდე წიგნის მიმართ ინტერესი არ გამნელებია.

ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც მიყვარდა სკოლა -  სკოლის გარეთ უკეთ ვგრძნობდი თავს, სამაგიეროდ, სკოლისა თუ საჯარო ბიბლიოთეკას ხშირად ვსტუმრობდი, რომელიც ადრეულ ასაკში - მე-5-მე-6 კლასიდან აღმოვაჩინე და ვფიქრობ, იქიდან მეტი განათლება მივიღე, ვიდრე სკოლიდან.

- თქვენი თეატრი კარგი მასწავლებელია მომავალი თაობებისთვის?

- ვფიქრობ, პირველივე წამიდან თეატრს ჰყავდა მაყურებელი, რომელიც მოვიდა იმაზე სასაუბროდ, რა საერთო პრობლემები გვაქვს... ჩვენ არასოდეს ვდგამთ სპექტაკლს მხოლოდ ესთეტიკის, მშრალი ხელოვნებისთვის. სპექტაკლები გულახდილი დიალოგია ჩვენს მეგობრებთან და მეგობრებში სწორედ მაყურებელს ვგულისხმობ; მეგობრები კი საკუთარ სატკივარს ერთმანეთს არ უმალავენ. ველაპარაკებით ტკივილზე, რომელიც გვაწუხებს, და სწორედ ესაა ჩვენი 19 წლიანი წარმატების საიდუმლო.

- გასაგებ ენაზე საუბრობთ?

- ამაზე გასაგები ენა, მგონი, არც არსებობს - ხშირად მივმართავთ პირდაპირი დიალოგის ხერხს, არ ვსაუბრობთ რებუსებით, სათქმელს გასაგებად ვამბობთ და ალბათ ამ ყველაფრის გამო, არც ერთი ხელისუფლება არ აფინანსებს თავისუფალ თეატრს.

- იქნებ იმიტომ არ გაფინანსებენ, რომ მათი დახმარების გარეშეც წარმატებულები ხართ?

- ზუსტად წარმატებულებს აფინანსებენ ყველგან, ჩვენ კი იმიტომ არ გვაფინანსებენ, რომ ეშინიათ თავისუფალი თეატრის.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საჯარო სკოლის პედაგოგებმა TikTok-ზე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოების გამო იჩივლეს 

 

 

ჩარიცხულთა ყველაზე მასშტაბური წილი მოდის სამ მსხვილ სახელმწიფო უნივერსიტეტზე - თსუ, სტუ და ილიაუნი ლიდერები არიან

მოვალეობის შემსრულებელი დირექტორად დაინიშნა - საკადრო ცვლილება სამინისტროს სსიპ-ში

გილოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ალასტანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სტუდენტები გახდნენ

ტყემლოვანის საჯარო სკოლის დირექტორი გიზო კაპანაძე და ადმინისტრაცია უდიდესი სიყვარულით ულოცავენ კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას
 
„სიამაყითა და სიხარულით გილოცავთ სტუდენტობას!“ - ალპანის საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლესებში ჩარიცხვას ულოცავს

გილოცავთ, გისურვებთ წარმატებულ სტუდენტურ ცხოვრებას და ახალი მწვერვალების დაპყრობას

142-ე საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებულებს სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას ულოცავს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება