სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

ახალი წელი იაპონურად და ქართულად - იაპონელი ქართველოლოგი, რომელიც გოზინაყს საკუთარი ხელით ამზადებს
20-12-2019
-
+


ახალგაზრდა იაპონელი ქართველოლოგი ჰაიატე სოტომე წლებია საქართველოში პერიოდულად ჩამოდის და გარკვეული ხნით რჩება საცხოვრებლად. ის ქართულ კულტურასა და ტრადიციებს საკმაოდ კარგად იცნობს. ამიტომ, etaloni.ge-მ გადაწყვიტა, მასთან ქართული და იაპონური საახალწლო ტრადიციების შესახებ ესაუბრა.

როგორც ჰაიატე სოტომე „ეტალონის“ მკითხველს უმხელს ყველაზე მეტად ინდაურის საცივი უყვარს, გოზინაყს კი საკუთარი ხელითაც ამზადებს. რა მოსწონს ჩვენი ტრადიციებიდან  და როგორი ხვდებიან დღესასწაულს მის სამშობლოში? - იხილეთ იაპონელი ქართველოლოგის პასუხები ჩვენს კითხვებზე: 

- 31დეკემბერს, იაპონიაში როგორ ხვდებით ახალ წელს?

- 31 დეკემბრის საღამოს ტელევიზიაში სპეციალური საახალწლო პროგრამები გადის და იაპონიის მოსახლეობა მათ უყურებს. განსაკუთრებით ხაზი უნდა გავუსვა იმ პროგრამას, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლობა უკვე 70 წელია უშვებს. ეს არის სიმღერების გადაცემა, რომელშიც მომღერლები სქესის მიხედვით ორ გუნდად იყოფიან და ერთმანეთს ეჯიბრებიან. კიდევ ტრადიცია გვაქვს, რომ 31 დეკემბერს სობას ანუ წიწიბურის მაკარონს ვჭამთ.

ახალი წელი რომ დგება, მერე ბევრი ტაძარში მიდის და ლოცულობს ახალი ერთი წლის ბედნიერებას. გვაქვს საახალწლო საკვებიც. ამ  კერძებს სხვადასხვა დანიშნულება აქვს.

- ყველაზე განსხვავებული, რა ტრადიცია გაქვთ იაპონელებს?

- ახალ წელს ნათესავები ერთმანეთს ხვდებიან და ამ დროს ბავშვებს ფულს აძლევენ. თუ ნათესაობაში ბევრი ბავშვი გყავს, ახალ წელს ბევრი ფულის ხარჯვა მოგიწევს. თუმცა, ხშირად მშობლები ბავშვებს უფლებას არ აძლევენ, რომ ეს ფული თავიანთი ნებით დახარჯონ.

- რა არის გაწყობილი იაპონურ სუფრაზე საახალწლოდ?

- 1 იანვრის დილას ტრადიციულ საკეს სვამენ, რომელსაც ჰქვია „ოტოსო“ ან „ტოსო“ და ეს სახელი, თუ არ ვცდები, მხოლოდ ამ სასმელის წოდებაში იხმარება. მის მოსამზადებლად საკეში სხვადასხვა მწვანილეულს ყრიან და შესაბამისად, სხვა გემო აქვს.

- როგორც ვიცით, ახალი წლის ღამეს ბუდისტურ ტაძრებში ზარს რეკავენ. ამ ტრადიციაზე რას გვეტყვით?

- დიახ, ზარს 108-ჯერ რეკავენ. ამბობენ, რომ ეს რიცხვი ადამიანურ ცხოვრებაში არსებული შემაწუხებელი ცდუნების რაოდენობას ნიშნავსო. აი, სიმღერების გადაცემის შემდეგ, რომელიც დაახლოებით 23:45 საათზე მთავრდება, სხვა სპეციალურ გადაცემას უშვებენ. პირდაპირ ეთერში აჩვენებენ თუ როგორი სიტუაციაა იაპონიაში, სხვადასხვა ტაძარში ზარს როგორ რეკავენ.

- რას გვეტყვით საახალწლო საჩუქრებზე, რაიმე განსაკუთრებული საჩუქარი თუ გაქვთ, რასაც ყველა ჩუქნით ერთმანეთს?

- ბავშვებისთვის ფულის გარდა, ჩვენ კონკრეტული საახალწლო საჩუქრები არ გვაქვს. რაც გაუხარდებათ, იმას ჩუქნიან, ოღონდ ეს  უფრო სტუმარ-მასპინძლის ურთიერთობაში ხდება და არა მეგობრობაში. ძირითადად, საჭმელებს ჩუქნიან.

- ახალი წელი საქართველოში საოჯახო დღესასწაულია და უმრავლესობა სახლში ვხვდებით. თქვენთან როგორ ხვდებით?

- აქ არ გვაქვს დღესასწაულზე შეხვედრისთვის კონკრეტული ადგილი, როგორც საქართველოში სახლია. ზოგი ტაძარში მიდის, ზოგი სახლში ტელევიზორს უყურებს.

- საქართველოში თუ შეხვედრიხართ ახალ წელს? 

- კი, შევხვედრივარ. კარგი განწყობა იყო, ფოიერვერკიც მომეწონა. თუმცაღა იაპონური ახალი წელი უფრო მომწონს, რადგან აქ  სხვანაირი ატმოსფეროა.

საცივი და გოზინაყიც გასინჯული მაქვს. გოზინაყი ერთხელ იაპონიაშიც გავაკეთე. 

-  საქართველოში ახალ წელზე რა ტრადიცია მოგწონთ? იაპონურ ახალ წელს ჰგავს?

- ძალიან მომწონს ქართული სუფრის ტრადიცია. განსაკუთრებით გემრიელია ინდაურის საცივი. რაც შეეხება იაპონური და ქართული ახალი წლის მსგავსებას, თქვენ შობაც გაქვთ ერთ კვირაში და იაპონიაში ასე არ არის. ეს დიდი განსხვავებაა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება