სიახლეები
სამასწავლებლო

„Etaloni.ge სტიმულია, ვიყოთ უკეთესები, გავიზიაროთ სხვების წარმატება და გავითვალისწინოთ მათი გამოცდილება“
23-12-2019
-
+


საკუთარ მიღწევებს იმდენი სიხარული არ მოუნიჭებია, როგორც იმას, რომ ჩემი სკოლელი საქართველოს ეტალონი მოსწავლე გახდაო, - ასე დაიწყო საუბარი Etaloni.ge-სთან საჯარო სკოლის დირექტორმა; რესპონდენტების ნაწილი კი მიიჩნევს, სკოლების გააქტიურება ვებ-პორტალის დამსახურებააო... და როდესაც ასეთ შეფასებებს ისმენ, ხვდები, ძალისხმევას ფუჭად არ ჩაუვლია. მთავარი კი ისაა, რომ წლების შემდეგაც ჩვენი რესპონდენტებისგან მხოლოდ დადებითი მუხტი მოდის და ეს უდიდეს ბედნიერებას გვანიჭებს.

ნინო ნესუაშვილი - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლის დირექტორი:

- სასწავლო წელი ჩვეული ენთუზიაზმით დავიწყეთ - ყველა პროცედურისა და წესის დაცვით... შევიმუშავეთ სასწავლო გეგმა, 7-მა პედაგოგმა დაადასტურა კომპეტენცია; ახლა კი წინასაახალწლო მზადება გვაქვს, მასშტაბური ღონისძიებისთვის ვემზადებით და დანამდვილებით ვიცით, რომ Etaloni.ge-ს  საშუალებით ეს ყველაფერი ობიექტურად და ოპერატიულად გაშუქდება, ისევე, როგორც ყველა სხვა აქტივობა. შეუძლებელია, არ აღვნიშნო, რომ  მსგავსი თანამშრომლობა სკოლისთვის ბევრს ნიშნავს. „ეტალონთან“ რამდენიმეწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს - დიდი ხანია ერთად მოვდივართ და ჩვენთვის ეს უდიდესი მოტივაციაა, სკოლისთვის კი - პიარი. იმდენად ჩავერთეთ ამ ყველაფერში და Etaloni.ge-საც არაფერი დარჩენია კადრსმიღმა, რომ მხოლოდ მოსწავლეები კი არა, მასწავლებლებიც ცდილობენ, მეტი აქტივობა ჩაატარონ... წლიდან წლამდე აქტივობები იმატებს და ეს სწორედ „ეტალონთან“თანამშრომლობის შედეგია.

ლალი გელხაური - კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის საჯარო სკოლის დირექტორი:

- კასპის რაიონიდან ჩვენი სკოლა პირველი ჩაერთო  პროექტში. ამ მხრივ ძალიან აქტიურები ვართ და  თანამშრომლობაც შედეგიანია. არაფერს ვამბობ Izrune.ge-ს დადებით ეფექტზე - ჩემი აზრით, ეს პროექტი ადრეც უნდა დანერგილიყო სკოლებში, და როდესც ამ ყველაფერს Etaloni.ge-ზე სკოლების შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციები ემატება, სკოლაც უფრო პოპულარული და მოთხოვნადი ხდება.

გვეამაყება, ერთ-ერთი პირველები რომ ჩავერთეთ კასპის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან etaloni.ge-ში და ის შინაარსი გამოვიცანით, რა დატვირთვაც აქვს „ეტალონს“. მადლობა, რომ არსებობთ.

შადიმან გაბრიჭიძე - ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

 - თითქმის ხუთი წელია „ეტალონთან“ ვთანამშრომლობთ და კარგის მეტი, ამ ურთიერთობას ჩვენთვის არაფერი მოუტანია. თუკი რაიმე სიახლე ხდება სკოლაში, ეს Etaloni.ge-ს არასოდეს დარჩება ყურადღების მიღმა და სკოლაც პოპულარული ხდება ქვეყნის მასშტაბით. ესაა საიტის დამსახურება, რომელიც უზრუნველყოფს, მოსწავლეცა და მშობელიც მაქსიმალურად იყოს ჩართული სასკოლო ცხოვრებაში.

ზოია თიგიშვილი - ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლის დირექტორი:

 - ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მგონი, პირველები  ჩაერთეთ პროექტში და ამით ძალიან ვამაყობთ, რადგან Etaloni.ge-მ ჩვენი იმედი გაამართლა. ამაზე კარგი რა შეიძლება იყოს, როდესაც შენ შესახებ ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება ინფორმაციები, ფართოვდება სანაცნობო წრე, მოსწავლეებიც აქტიურად ეცნობიან საიტის სიახლეებს და აქვთ სურვილი, სხვადასხვა პროექტში მიიღონ მონაწილეობა…

ზურაბ ნეფარიძე - ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

 - სამი წელია ვთანამშრომლობთ  Etaloni.ge-სთან და მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია - მოსწავლე იღებს ინფორმაციას, კითხულობს ლიტერატურას, აქტიურადაა ჩართული სკოლის აქტივობებში და შემდეგ ელის, რომ მისი ყოველი ნაბიჯი გამოქვეყნდება საიტზე. ესაა ერთიანი სისტემა, რომელიც ბავშვების მომავალსა და სკოლის იმიჯზე მხოლოდ დადებითად მოქმედებს. ჩვენ კმაყოფილები ვართ ამ თანამშრომლობით  და ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც ასეთივე ნაყოფიერი იქნება „ეტალონთან“ ჩვენი ურთიერთობა.

მარინე ნანეიშვილი -  სენაკის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

- Etaloni.ge-ს დამსახურებით პედაგოგები ცდილობენ, უკეთ წარმოაჩინონ საკუთარი მოსწავლეებიცა და შესაძლებლობებიც... მშობელი შვილის წარმატებას რომ ხედავს, მონდომებულია, მეტად იყოს ჩართული სასკოლო ორომტრიალში. მოსწავლეც ცდილობს, იყოს უკეთესი,  საიტის საშუალებით გაეცნოს ინფორმაციებს და გაითვალისწინოს თანატოლების გამოცდილება; მოუთმენლად ელიან საიტის  სიახლეებს, რათა უკეთესი პროექტები შესთავაზონ ყველას.

თამარ ბლიაძე - ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლის დირექტორი:

 - ჩვენთვის „ეტალონს“ განსაკუთრებული დატვირთვა აქვს და უმნიშვნელოვანესი პროექტია; Izrune.ge-შიც ჩართულები ვართ და შიდასასკოლო ჩემპიონატებსაც ვატარებთ... ჩემი სურვილი უნდა გაგანდოთ: „ძალიან მინდა, „ეტალონი“ ტელევიზიით კვლავ გადაიცემოდეს.

არ გეგონოთ, ამას ინფორმაციის დეფიციტის გამო ვამბობ - Etaloni.ge, როგორც მედიასაშუალება, თავის ფუნქციას გადასარევად ასრულებს და მოსწავლეებიც დაინტერესებულები არიან, მეტი აქტივობა ჩაატარონ, რათა მათ შესახებ უამრავმა ადამიანმა შეიტყოს. ასეთ თანამშრომლობას კი მხოლოდ დადებითი მოაქვს - სტიმულია, ვიყოთ უკეთესები, გავიზიაროთ სხვების წარმატება და გავითვალისიწინოთ მათი გამოცდილება.

მთვარისა ახვლედიანი - ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორი:

 - 2014 წლიდან ჩართულები გახლავართ პროექტში და ჩემი სკოლის მოსწავლე  საქართველოს ეტალონი მოსწავლეც გახდა; ეს დიდი სტიმული იყო ბავშვებისთვისაც და პედაგოგებისთვისაც. 2014 წელსვე ჩვენ სკოლას  ლადო ასათიანის სახელი მიენიჭა და ღონისძიებაზე ბატონმა გოჩა ტყეშელაშვილმა დროშა ჩამოგვიტანა. ეს დროშა არის ჩვენი მოტივატორი და ხმამაღლა ვამბობ - „ეტალონს“ კონკურენცია ვერავინ გაუწია. ასევე, სრულიად სხვა ეფექტი აქვს, როცა ვიცით, ჩვენი აქტივობები Etaloni.ge-ზე გამოქვეყნდება - ურთიერთობის ასეთი ფორმა მისაღებიცაა და აუცილებელიც: სკოლები ერთმანეთის გამოცდილებას ვიზიარებთ, გვახარებს მიღწევები და ვეცნობით ერთმანეთს.  

ირინა ხელისუფალი - ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლის დირექტორი:

 - „ეტალონთან“ თანამშრომლობამ მოგვცა საშუალება, სკოლა ფართე საზოგადოებას გაეცნო; Izrune.ge ხომ უპრეცედენტო პროექტია და უმალ დაიპყრო ჩვენი ბავშვების გულები. ყოველი მოსწავლის წარმატება კი ჩვენი წარმატებაა და ბატონი გოჩა ტყეშელაშვილს მინდა მადლობა გადავუხადო ასეთი წამოწყებისთვის. ბავშვები გააქტიურდნენ, წიგნიერების დონე ამაღლდა, ემზადებიან ტესტირებისთვის, სულ ფუსფუსებენ, მშობლებიც  ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში და თამამად შეგვიძლია ვთქვათ - ეტალონის მიზანი - სკოლა-ბავშვი-მშობელი - უდავოდ მიღწეულია. ამას ემატება Etaloni.ge-ს საშუალებით ინფორმაციების ოპერატიული გავრცელება და შედეგად, სკოლები კარგად გაგვიცნო საზოგადოებამ. სხვა რა მეთქმის -  ეს ყველაფერი არის ძალიან კარგი.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება