სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალციხის N5 სკოლის მოსწავლეებმა პროექტის ''ადამიანი და გარემოს'' ფარგლებში არაერთი აქტივობა განახორციელეს
13-06-2017
-
+


ადამიანის საქმიანობა დამღუპველ გავლენას ახდენს გარემოს აბიოტურ და ბიოტურ ფაქტორებზე, რაც უდიდეს ზიანს აყენებს ცოცხალ თუ არაცოცხალ ბუნებას. პრობლემა გლობალური ხასიათისაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის ჩვენთანაც. ამ პრობლემის მოგვარებაში უამრავი ორგანიზაციაა ჩართული.

თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ახალციხის N5 სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებლის შორენა ენდელაძის მიერ, მე-9 კლასში დაიგეგმა და განხორციელდა სასწავლო პროექტი თემაზე ''ადამიანი და გარემო''.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ოთხ ჯგუფად დაიყვნენ და სასწავლო თემა ოთხი მიმართულებით გაშალეს: ''ადამიანის ეკოლოგია'', ''ჰაერი და წყალი'', ''საკვები'', ''ჯანმრთელობა''.

პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებმა აქტიურად ითანამშრომლეს გარემოს დაცვის ადგილობრივი დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს ადგილობრივ წარმომადგენლებთან, ექიმთან. ჩაწერეს მათთან ინტერვიუ. შეხვდნენ წყალმომარაგების გაერთიანების ადგილობრივ ლაბორანტს, რომელმაც ბავშვებს მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა ღონისძიებები ტარდება წყლის ხარისხის შენარჩუნებისთვის. მოსწავლეებმა მისი დახმარებით ჩაატარეს ლაბორატორიული კვლევა წყლის ხარისხის შესამოწმებლად.  

პედაგოგ შორენა ენდელაძის თქმით, პროექტი განსაკუთრებულად წარმატებული იყო, რადგან მოსწავლეებმა თვალნათლივ დაინახეს დღეს არსებული გლობარული პრობლემა.

''მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი, მუდმივად ჩაერთონ სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებაში, რაც დაგეგმილი იქნება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ. ასევე გაუჩნდათ ინტერესი, გაუფრთხილდნენ და მოუარონ ბუნებას და ამისკენ სხვებსაც მოუწოდონ, რომ ჩვენს პლანეტაზე შენარჩუნებულ იქნას სუფთა და არსებობისათვის უსაფრთხო გარემო,''- აღნიშნა შორენა ენდელაძემ.

პროექტის პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა საზოგადოებას თვალნათლივ დაანახეს პრობლემის სიღრმე. პრეზენტაციას სკოლის დირექცია, მასწავლებლები, მშობლები, მოსწავლეები ესწრებოდნენ.

დირექციამ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრამ პროექტი დადებითად შეაფასა.

ავტორი: ფიზიკის მასწავლებელი მაია თათეშვილი


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება