სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

როგორ ვმართოთ კლასი? - 8 ხრიკი მასწავლებლებს
21-10-2020
-
+


მასწავლებლები კლასში ყოველდღე გამოწვევის წინაშე დგანან. ესმის მოსწავლეს რას ვუხსნი? მოსაწყენად ხომ არ ვსაუბრობ? როგორ დავაინტერესო მოსწავლეები? რატომ საუბრობენ მაშინ, როდესაც გაკვეთილს ვხსნი? ტელეფონები როგორ დავადებინო ხელიდან? - ეს კითხვები ბევრ მასწავლებელს აწუხებს.

Etaloni.ge პატარ-პატარა რჩევებს მოგცემთ, რომ კლასში სასიამოვნო გარემო შეინარჩუნოთ და მოსწავლეთა ყურადღებაც არ დაკარგოთ.

  • კარებში შეხვედრისთანავე მიესალმეთ მოსწავლეებს
კლასის მართვისთვის საუკეთესო ტექნიკა საკლასო ოთახის კართან იწყება. კლასში თქვენი შესვლისას ან მოსწავლეთა შემოსვლისას შეეცადეთ თითოეულ მათგანს თბილად მიესალმოთ. ასე მოსწავლეები იფიქრებენ, რომ ყურადღებას აქცევთ და მათზე ზრუნავთ.

  • მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში პირველივე წუთებიდან ჩართეთ
მოსწავლეებს რომ თბილად მიესალმებით და კლასშიც თბილ ატმოსფეროს შექმნით, შეეცადეთ ისინი გაკვეთილში მალევე ჩართოთ. ამისთვის წინასწარ უნდა მოემზადოთ თუ როგორ დაიწყოთ გაკვეთილი.

  • გაკვეთილზე საჭირო საკანცელარიო რესურსი იქონიეთ
არაფერი არღვევს საგაკვეთილო პროცესს ისე, როგორც შემთხვევა, როცა მოსწავლეს კალამი, ფანქარი ან სხვა საჭირო რესურსი არ აქვს. ამ დროს ერთმანეთში საუბარს იწყებენ, რაც ხმაურს იწვევს.ამიტომ საკანცელარიო რესურსი თქვენ უნდა მიაწოდოთ.

  • წყლისა და საპირფარეშოს წესები
წინასწარ შეიმუშავეთ ხელის ნიშნები, რაც მიგახვედრებთ მოსწავლეს როდის უნდა წყლის დალევა, როდის საპირფარეშოში გასვლა და ა.შ. ეს გაკვეთილის შეწყვეტას თავიდან აგარიდებთ. მაგალითად, ერთი თითი წყალს ნიშნავდეს, ორი თითი საპირფარეშოს და ა.შ.



  • გაკვეთილის გეგმა შეიმუშავეთ
ყოველი გაკვეთილის გეგმა წინასწარ უნდა შეიმუშაოთ. გაკვეთილის დასაწყისშივე უთხარით მოსწავლეებს რის გაკეთებას აპირებთ, ასე ისინი უფრო დაინტერესდებიან.

  • შემდეგი იქნები შენ!
მოსწავლეებს უნდა აფიქრებინოთ, რომ შემდეგი შეკითხვა შესაძლოა მათ დაუსვათ, ან კონკრეტული დავალება მათ მისცეთ. ისინი მეტად მობილიზებულები იქნებიან და ყურადღებაც არ გაეფანტებათ. ამისთვის მუდმივად უნდა იკონტაქტეთ მათთან. 

  • დრო განსაზღვრეთ!
როცა მოსწავლეებმა იციან, რომ დავალების შესასრულებლად კონკრეტული დრო აქვთ, ცდილობენ ამ დროში ჩაეტიონ. შესაბამისად, დროს უფრო ნაყოფიერად იყენებენ.

  • მოსწავლეებს მოძრაობის შესაძლებლობა მიეცით
საკლასო ოთახის კუთხეებში გამოაკარით წარწერები: „ვეთანხმები“, „არ ვეთანხმები“, „ნაწილობრივ ვეთანხმები“ და ა.შ. მოსწავლეები, რომლებიც ერთ ადგილას ვერ ისვენებენ, დისკუსიის თემიდან გამომდინარე ოთახში თავიანთი პოზიციის შესაბამისად გადაადგილდებიან .ასე მათი მოზღვავებული ენერგიაც ეფექტურად დაიხარჯება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება