სიახლეები
სამასწავლებლო

„ბავშვები დადარაჯებულები არიან - მათთვის უდიდესი სტიმულია, როდესაც სკოლის ღონისძიების შესახებ Etaloni.ge-ზე ქვეყნდება ინფორმაცია“
18-12-2019
-
+


კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა და სკოლებს შორის ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბება - ასე ახასიათებენ etaloni.ge-სთან თანამშრომლობას საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორები, რომელთათვისაც მოსწავლის წარმატება და სკოლის პრესტიჟი უმნიშვნელოვანესია. 

მარინე ნადირაძე - თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე:

ჩვენი სკოლისთვის „ეტალონის“ პროექტებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. გვყავს წარმატებული ბავშები, რომლებიც თანატოლებისთვის სამაგალითოები და სტიმულის მიმცემები არიან. აღარაფერს ვამბობ პედაგოგებზე - ჩვენ ხომ უსაზღვროდ გვახარება მათი ყოველი მიღწევა.

საოცარი პროექტია Izrune.ge. აქტიურად ვმონაწილეობთ და მოხარულები ვართ, რომ სკოლის ნებისმიერი წარმატების შესახებ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა Etaloni.ge-ს საშუალებითაა ინფორმირებული. ესაა უდიდესი მოტივაცია მასწავლებლის,მოსწავლისა თუ მშობლისთვის, რადგან მათ ზუსტად იციან, რომ საგანმანათლებლო სფეროში არსებული სიახლეები დროულად და რაც მთავარია, ობიექტურად მიეწოდებათ. გარდა ამისა, მოსწავლეები სხვისი წარმატებით გამოწვეული სიხარულის გაზიარებას სწავლობენ.

ელისო მურადაშვილი - თერჯოლის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონთან“ 2017 წლის შემდეგ ვთანამშრომლობ და  პროექტზე დადებითის მეტი, არაფრის თქმა არ შემიძლია. ბავშვების შეძენილი ცოდნის სწორად გამოყენებას სწავლობენ, ვითარდებიან, იგებენ ჯანსაღი კონკურენციის ფასს და რაც მთავარია, ურთიერთობენ. Izrune.ge-მ კი ბავშვები წიგნისკენ შემოაბრუნა და რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, Etaloni.ge-ს არასოდეს გამორჩება სასკოლო სიახლეები. გარდა იმისა, რომ საიტი სკოლის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, ვეცნობით სხვა სკოლების აქტივობებს, ბავშვები კი დადარაჯებულები არიან - მათთვის უდიდესი სტიმულია, როდესაც სკოლის ღონისძიების შესახებ ქვეყნდება ინფორმაცია. ინტერესით კითხულობენ და ცდილობენ,  სიხარული სხვებსაც გაუზიარონ. Etaloni.ge-ს საშუალებით წვდომა გვაქვს ობიექტურ ინფორმაციაზე და ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია.

მაგდა ბარამაძე - ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის N23 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონმა“ სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყო ხელი და ზოგადად,  არაფორმალური განათლება გვჭირდება იმისთვის, ფორმალურ განათლებას შევუწყოთ ხელი და მოსწავლეები ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე გავიყვანოთ; ხოლო როდესაც ამ დიდ საქმეს ხელს უწყობს საზოგადოების ინფორმირებულობა, ეს სკოლის სამომავლო ცხოვრებაზე მხოლოდ დადებითად აისახება. იზრდება ცნობადობა, პოპულარული ხდება ჩვენი პროექტები, გვაქვს საშუალება, გავიზიაროთ სხვების გამოცდილება და მოსწავლეებიც ეცნობიან საიტის სიახლეებს.

ნათია გოშთელიანი - მესტიის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონთან“  ჩვენი ურთიერთობა წლებია გრძელდება და შედეგი სახეზეა... განსაკუთრებით  გააქტიურდნენ ბავშვები, რც Izrune.ge გამოჩნდა სასკოლო ცხოვრებაში. სკოლა-მოსწავლე-მშობელი - წრედი შეკრულია და ჩართულობამ ისე მოიმატა, წინა წლებს ვერც შევადარებ.

პროექტმა კლასის ხელმძღვანელები დააახლოვა მოსწავლესთანაც და მშობელთანაც, ტესტებს ავსებენ, რა კითხვაზეც პასუხი არ აქვთ, ცდილობენ მოიძიონ, კითხულობენ ლიტერატურად და გამარჯვების, უკეთესი შედეგის მიღწევის სურვილი აქვთ. მოუთმენლად ელიან ხუთშაბათს და მეორე დღეს, სულ ტესტების შესახებ ლაპარაკობენ. ბევრი კითხვა უწევთ და ბიბლიოთეკასაც ხშირად სტუმრობენ. „ეტალონი“ მოტივატორია ყოველი ჩვენგანისთვის და მით უმეტეს, როდესაც ბავშვებმა იციან, მათი ყოველი წარმატების შესახებ უამრავი ადამიანი შეიტყობს, პასუხისმგებლობის გრძნობა უასმაგდებათ. Etaloni.ge სკოლებს ერთმანეთთან კომუნიკაციას გვიადვილებს, ვცდილობთ სხვების გამოცდილება გავითვალისწინოთ და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, უკეთესები ვიყოთ.

არსენ შავაძე - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოძაურის საჯარო სკოლის დირექტორი:

მესამე წელია „ეტალონთან“ ვთანამშრომლობთ და ვფიქრობთ,ეს ურთიერთობა დიდხანს გასტანს, რადგან ბავშვები დაინტერესებულები არიან, ცდილობენ, მაქსიმალურად ჩაერთონ  Izrune.ge-ს პროექტში და ამ ინტერესს ტესტების მრავალფეროვნება განაპირობებს. თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც სახლიდან ავსებენ ტესტებს, მირეკავენ და საქმის კურსში მაყენებენ - ახარებთ, საკუთარი წარმატების შესახებ პირველად მე რომ მატყობინებენ. პროექტი მოსწავლეთა განვითარებაზეა ორიენტირებული და ისიც მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი ინფორმაცია, რაც კი განათლების სფეროს ეხება, ჩვენთვის მიუწვდომელი არაა. Etaloni.ge ჩვენთვის ინფორმაციის წყაროა; სკოლები ვთანამშრომლობთ, მშობლების ჩართულობამ იმატა და მარტივად რომ ვთქვა, ესაა ბრწყინვალე პროექტი, ასეთივე ბრწყინვალე გუნდით.

დონარი აბულაძე - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონი“ ჩვენთვის დაარსების დღიდან ძალიან ახლობელია და უდიდესი მნიშვნელობა აქვს  მოსწავლის განვითარებისა თუ მშობლის ჩართულობისთვის. სწორედ ეტალონმა დააახლოვა მშობელი სკოლას, ხოლო Etaloni.ge დამატებითი მოტივატორია მოსწავლეებისთვის. მათ იციან, რომ ნებისმიერი აქტივობა თუ წარმატებული ნაბიჯი საზოგადოების ყურადღების მიღმა არ დარჩება; თანატოლები გაეცნობიან, შეაფასებენ და რაც მთავარია, თავადაც გაითვალისწინებენ სხვების გამოცდილებას.

ნინო ცხადაია - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის  საჯარო სკოლის დირექტორი:

ძალიან ბევრს ნიშნავს „ეტალონი“ ჩვენთვის - ორ წელიწადზე მეტია ვთანამშრომლობთ და წლის განმავლობაში თუ გადახედავთ ჩვენი პროექტების რაოდენობას არაფორმალური განათლების მიმართულებით, ნახავთ, რომ ბევრს ვაკეთებთ და კიდევ უფრო მეტი გეგმა გაქვს; ორმაგად გვახარებს ის ფაქტი, რომ ამ აქტივობების შესახებ Etaloni.ge ფართე საზოგადოებას ატყობინებს, ჩვენ კი ერთმანეთის წარმატებით გამოწვეული სიხარულის გაზიარების შესაძლებლობა გვეძლევა.

ია კვატაია - თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვის საჯარო სკოლის დირექტორი:

13 წელია სკოლის დირექტორი ვარ და „ეტალონთანაც“ ბევრი წელია ვთანამშრომლობთ. ჩემი ყოფილი მოსწავლეები პროექტის გამარჯვებულები იყვნენ და ეს არა მხოლოდ ჩემთვის, მომავალი თაობებისთვისაც უდიდესი მოტივაციაა. ბავშვებიც უფრო აქტიურები არიან, „ეტალონი მოსწავლე“ კი მართლაც ეტალონი  - მისაბაძი ხდება თანატოლების და სხვას, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს სკოლის პრესტიჟია. სკოლის პრესტიჟზე ასევე Etaloni.ge ზრუნავს. ხდება ინფორმაციების გაზიარება, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ბავშვებს კი უხარიათ, რომ მათ შესახებ სრულიად საქართველო იგებს.

კატუშა გოგსაძე - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონთან“ სამი წელია ვთანამშრომლობთ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ისაა მოტივატორი მასწავლებლისთვისაც, მოსწავლისთვისაც და თქვენ წარმოიდგინეთ, მშობლისთვისაც.

ვიცით, რომ კონკურენცია დიდია, თუმცა ჩვენი ბავშვები მაქსიმალურად ცდილობენ, იყვნენ საუკეთესოები; უნდათ, ისეთი აქტივობები შემოგვთავაზონ, რომ სხვა სკოლებსაც კონკურენცია გაუწიოს და თან ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწიონ წარმატებას. საიტის სიახლეებს მასწავლებლები ვაცნობთ და სასკოლო ცხოვრების შესახებაც ჩვენი ბავშვები კარგად არიან ინფორმირებულები, რაც, ჩემი აზრით, მათი სამომავლო წარმატების საწინდარია.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება