გორელოვკის N1 სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა გამოფენა მოაწყვეს
08-06-2017
დაკოპირებულია
-
+
გორელოვკის N1 სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა გამოფენა მოაწყვეს.
კლასის ხელმძღვანელების დახმარებით მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები, ხელნაკეთი ნივთები და ეროვნული კერძები წარმოადგინეს. გამოფენის ორგანიზატორების თქმით, პატარა ხელოვანები გამოფენისთვის დიდი მონდომებით ემზადებოდნენ.
გამოფენის დასრულების შემდეგ კი მოსწავლეებმა ერთად დააგემოვნეს წარმოდგენილი ეროვნული კერძები.