სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის დაწყების ღონისძიება აუდიტორია 115-ის წევრებმა ჩაშალეს
26-09-2016
-
+


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის დაწყების ღონისძიება აუდიტორია 115-ის წევრებმა ჩაშალეს. 

ახალ რექტორს გია შარვაშიძეს სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს. რექტორი და სტუმრები, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დედაქალაქის მერი, იძულებული გახდნენ შენობაში, კაბინეტში გადასულიყვნენ. 

აუდიტორია 115-ის წევრებმა კი უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილ სტუდენტებს მიმართეს და 6 პუნქტისგან შემდგარი მოთხოვნა გააცნეს.


„არავითარი პოლიცია არ გამოგვიძახებია, აქ იყო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ძალა გამოიყენეს. ჩვენ გავარკვევთ ყოველ კონკრეტულ ფაქტს. ვინც არის დამნაშავე, დაისჯება კანონის შესაბამისად, მკაცრად დავიცავთ კანონს. მოვუწოდებ ყველას, არ არის საჭირო აჟიტირება, დიალოგი თუ გვინდა, დიალოგს გავმართავთ. მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე დიალოგისთვის,“ - განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გია შარვაშიძემ.

განცხადება უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა განათლების მინისტრმაც.

„ამაზე მეტი ავტონომია და თავისუფლება, როდესაც ჩვენ ვდგავართ მთელი ხელისუფლება და ვაძლევთ საშუალებას ამ ხალხს, რომ თავისი აზრი გამოხატონ, მე მგონი არ არსებობს. ასევე მინდა ვთქვა, რომ ფორმას არ ვეთანხმები რა თქმა უნდა, მაგრამ შინაარსი არის აბსოლუტურად სწორი. სწორედ ამას ვაპირებთ, ვაპირებთ, რომ მეტი ავტონომია უნივერსიტეტს, უფრო ძლიერი თვითმმართველობა, საერთაშორისოზე ორიენტირებული უმაღლესი განათლება და ამ უნივერსიტეტმა რომ დაიბრუნოს ლიდერობა. ამისკენ იქნება მიმართული მთელი ჩვენი ძალისხმევა,“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. 


 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლებში სავალდებულო საგანი დაემატა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

სკოლები

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება