სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„​ნაეკის“ პასუხი OECD-ს: „​საინტერესოა, რა მონაცემებით ხელმძღვანელობდა, როდესაც შენიშვნას იძლეოდა ან მსგავს რეკომენდაციას გვთავაზობდა“
22-11-2019
-
+


„15 წლის განმავლობაში არც ერთხელ არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე საგნის საგამოცდო ტესტი აცდენილი ყოფილიყო საგამოცდო პროგრამასა და შესაბამისად სასწავლო გეგმას“, - აღნიშნულ განცხადებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახა ჯამბურია, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიმოხილვაში გამოთქმული შეფასების საპასუხოდ აკეთებს.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ  „ერთიანი ეროვნული გამოცდის ყველა ნაწილი არ არის შესაბამისობაში სასწავლო გეგმასთან, რამაც შეიძლება შეაფერხოს სწავლა-სწავლების პროცესი საქართველოს სკოლებში“.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის  კახა ჯამბურიას განცხადებას etaloni.ge უცვლელად გთავაზოთ:                                                   

„ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიმოხილვაში დაშვებულია შეცდომა: „ერთიანი ეროვნული გამოცდის ყველა ნაწილი არ არის შესაბამისობაში სასწავლო გეგმასთან, რამაც შეიძლება შეაფერხოს სწავლა-სწავლების პროცესი საქართველოს სკოლებში“.

15 წლის განმავლობაში (რაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდებოდა) არც ერთხელ არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე საგნის საგამოცდო ტესტი (ან თუნდაც ერთი კონკრეტული დავალება) აცდენილი ყოფილიყო საგამოცდო პროგრამასა და შესაბამისად სასწავლო გეგმას. საინტერესოა, რა მონაცემებით ხელმძღვანელობდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, როდესაც ზემოთ მოხმობილ შენიშვნას იძლეოდა ან მსგავს რეკომენდაციას გვთავაზობდა: „უნდა გაიზარდოს ერთიანი ეროვნული გამოცდის შესაბამისობა სასწავლო გეგმასთან იმ რეგრესის ეფექტის შესამცირებლად, რომელსაც ის ქმნის“, - აცხადებს კახა ჯამბურია.

იხილეთ ასევე: ეროვნული გამოცდის ყველა ნაწილი არ შეესაბამება სასწავლო გეგმას, რამაც შეიძლება შეაფერხოს სწავლა-სწავლების პროცესი - OECD-ის რეკომენდაციები


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის განაწილების წესი შეიცვლება - სახალხლო დამცველის რეკომენდაციას სამინისტრო გაიზიარებს

23 ნოემბერს მართლმადიდებლური სამყარო გიორგობას აღნიშნავს

რატომ ვერ დგინდება, რამდენს ხარჯავს სახელმწიფო განათლებაზე? - ხარვეზებზე აუდიტის სამსახურის დასკვნაში ვკითხულობთ

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება