სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეროვნული გამოცდის ყველა ნაწილი არ შეესაბამება სასწავლო გეგმას, რამაც შეიძლება შეაფერხოს სწავლა-სწავლების პროცესი - OECD-ის რეკომენდაციები
22-11-2019
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდის ყველა ნაწილი არ არის შესაბამისობაში სასწავლო გეგმასთან, რამაც შეიძლება შეაფერხოს სწავლა-სწავლების პროცესი საქართველოს სკოლებში - აღნიშნულის შესახებ საუბარია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიმოხილვაში.

„საქართველოს ორმაგი გამოცდების მოდელი წარმატებულად მიიჩნეოდა, თუმცა, დროთა განმავლობაში ამ სისტემის შეზღუდვები გამოიკვეთა. გამოცდები არ აფასებდა მაღალ უნარებს და გამოცდით მოცული საგნების დიდი რაოდენობა მნიშვნელოვან ზეწოლას ქმნიდა მასწავლებლებისთვის, რომ „ტესტი ესწავლებინათ“ და მოსწავლეებისთვის, რომ კერძოდ მომზადებულიყვნენ, წარმატების შანსების გასაზრდელად. პირველი საკითხი ხელს უშლიდა მოსწავლეებს მიეღოთ სრული ცოდნა სასწავლო გეგმიდან, ხოლო მეორე - აუარესებდა განათლების ხელმისაწვდომობის მხრივ უთანასწორობას“, - ნათქვამია კვლევაში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მაღალ საშუალო საფეხურზე გამოსაშვები გამოცდის არარსებობა ქმნის თანამედროვე საგამოცდო სისტემის შექმნის შესაძლებლობას, რომელიც შესაბამისობაში იქნება ქვეყნის სასწავლო გეგმასა და განათლების დარგში ზოგად ხედვასთან.

„ამ პროცესში უნდა გადაიჭრას სისტემის არსებული ხარვეზები. კერძოდ, განათლების მაღალი საშუალო საფეხურზე სერტიფიცირება ხდება მხოლოდ მოსწავლეების სასკოლო ნიშნების საფუძველზე, რაც, ისტორიულად, მოსწავლის სწავლის ხარისხის ზუსტი საზომი არ ყოფილა. გარდა ამისა, მაღალ საშუალო საფეხურზე გამოცდის არარსებობა ზრდის ყურადღებას ერთიანი ეროვნული გამოცდის, როგორც განათლების მაღალ საშუალო საფეხურზე მოსწავლის მიღწევების შეფასების ერთადერთი გარე მექანიზმის მიმართ. თუმცა, ერთიანი ეროვნული გამოცდის ყველა ნაწილი არ არის შესაბამისობაში სასწავლო გეგმასთან, რამაც შეიძლება შეაფერხოს სწავლა-სწავლების პროცესი საქართველოს სკოლებში“, - ნათქვამია ანგარიშში.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კლვევაში მოცემულია რეკომენდაციები და ღონისძიებები, რაც გამოცდების ფორმატის გადასასინჯად უნდა განხორციელდეს:

ერთიანი საგამოცდო მოდელისთვის მომზადება, რომელშიც ერთი ტესტი დაადასტურებდა მაღალ საშუალო საფეხურზე განათლების დასრულებას და შეარჩევდა მოსწავლეებს განათლების უმაღლეს საფეხურზე ჩასარიცხად.

გამოცდამ უნდა მოიცვას ძირითადი საგნების მცირე რაოდენობა, რაც უფრო გაამარტივებს მის ადმინისტრირებას და მეტად ხარჯეფექტური იქნება. იგი უნდა მოიცავდეს სხვადასხვა საგნების სხვადასხვა ვერსიებს, როგორიცაა მათემატიკა. სხვადასხვა საგნების სხვადასხვა ვერსიები გამოცდას საშუალებას მისცემს შეაფასოს ზოგიერთი მოსწავლის საბაზო კომპეტენცია და შეარჩიოს სხვები უნივერსიტეტში ჩასარიცხად. ამასთანავე, მოქნილი დიზაინი საშუალებას მისცემს ყველა მოსწავლეს გაიაროს გამოცდა, მათ შორის მათაც, ვინც განათლების მაღალ საშუალო საფეხურზე პროფესიულ განათლებაში ირიცხებოდა. ეს ხელს შეუწყობს „ჩიხების“ აღკვეთას, რაც პროფესიული განათლების სექტორში აღიარებულ პრობლემას წარმოადგენს.

დაუყოვნებლივ ზომების მიღებაა საჭირო მაღალ საშუალო საფეხურზე სერტიფიცირების გაუმჯობესებისა და ერთიანი ეროვნული გამოცდის დასახვეწად.

პირველი, დაგეგმილი სასკოლო გამოცდები უნდა დაიხვეწოს ისე, რომ მოსწავლეთა სერტიფიცირება განათლების მაღალ საშუალო საფეხურზე გახდეს სანდო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (NAEC) საუკეთესო პოზიციაში იმყოფება სკოლების ამ მიმართულებით მხარდასაჭერად ისეთი საგამოცდო მასალის მიწოდებით, რომელიც სასწავლო გეგმას დაეყრდნობა. მეორე, უნდა გაიზარდოს ერთიანი ეროვნული გამოცდის შესაბამისობა სასწავლო გეგმასთან იმ რეგრესის ეფექტის შესამცირებლად, რომელსაც ის ქმნის. ერთიანი ეროვნული გამოცდის საკითხების დასკვნითი მიმოხილვის შემოღება ხელს შეუწყობს გამოცდის შეკითხვებსა და სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოლოდინებს შორის კავშირების გაძლიერებას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება - 23-24 აპრილის ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

რა სპეციალობის უნდა იყოთ, სკოლაში ექიმად რომ დაიწყოთ მუშაობა - ჩამონათავლი

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოება ამოგზაურეს ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში
 
სკოლა აქტიურად შეუერთდა დედამიწის საერთაშორისო დღეს სლოგანით -  „დედამიწა - ჩვენი საერთო სახლია“
მოსწავლეებმა ასევე წაიკითხეს თემატური ლექსები და დაამზადეს დედამიწის მაკეტი
 
მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიადეს
 
სსიპ ლევან ლიპარტელიანის სახელობის დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლა
 
საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება