სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კონკურსი ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის - რა მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეთ მონაწილეობის მისაღებად?
22-11-2019
-
+


ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის კონკურსი ცხადდება. ამის შესახებ ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ინგლისური ენის მასწავლებლებს, რომელთაც წარმატებით დაასრულეს ბრიტანეთის საბჭოსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგკურსი „პროექტზე დაფუძნებული სწავლება ინგლისური ენის გაკვეთილზე“(2018- 2019 წლებში).

პროექტების ბრიტანეთის საბჭოში წარდგენის საბოლოო ვადაა: 2020 წლის 31 იანვარი.

კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ინგლისური ენის მასწავლებლებს, რომელთაც წარმატებით დაასრულეს ბრიტანეთის საბჭოსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგკურსი „პროექტზე დაფუძნებული სწავლება ინგლისური ენის გაკვეთილზე“(2018- 2019 წლებში).

მასწავლებელი კონკურსისათვის ბრიტანეთის საბჭოში წარმოადგენს ტრენინგის მასალების მიხედვით განხორციელებული პროექტის:

გეგმას, ყველა გამოყენებულ რესურსთან ერთად ( საგაკვეთილო გეგმები, ელექტრონული რესურსების ლინკები და ა.შ).
პრეზენტაციას, რომელიც ნათლად უნდა ასახავდეს პროექტის შეფასების რუბრიკებთან შესაბამისობას ( შესაძლოა გამოყენებული იყოს აუდიო, ვიდეო, ფოტოები ა.შ).

მოსწავლეთა ჯგუფის მიერ მომზადებულ პრეზენტაციას, რომელშიც წარმოდგენილი იქნება პროექტის ფარგლებში შექმნილი საბოლოო პროდუქტი.

შენიშვნა: მასწავლებელთა და მოსწავლეთა პრეზენტაციებს თან უნდა ახლდეს შესაბამისი კომენტარები.

კონკურსისათვის წარმოდგენილი პროექტები შეფასდება დანართი N1- ში მოცემული პროექტის შეფასების რუბრიკის მიხედვით.

კონკურსის დოკუმენტაცია და პრეზენტაციები დარეგისტრირებულმა მასწავლებლებმა WeTransfer – ის მეშვეობით უნდა გააგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: tamuna.kvachadze@ge.britishcouncil.org სათაურით- ‘PBL Competition Entry’.

კონკურსის ფინალისტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ ბრიტანეთის საბჭოსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის „ სწავლება წარმატებისათვის, პროექტზე დაფუძნებული სწავლება და ინტერდისციპლინარული თანამშრომლობა“ ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგ კურსი „ თემატური სწავლებისა და ინტერდისციპლინარული თანამშრომლობის ხელშეწყობა ზოგად განათლებაში შინაარსისა და ენის ინტეგრირებული სწავლების (CLIL) მეთოდოლოგიის გამოყენებით“.

დასარეგისტრირებლად გადადით ლინკზე

კონკურსი ითვალისწინებს:

- ინგლისური ენის მასწავლებლების პროექტებზე დაფუძნებული სწავლების უნარების გაღრმავებასა და საკლასო პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობას;

- მოსწავლეთა ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებას, მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარების ( გუნდური მუშაობა, ანალიზი, კვლევა, ეფექტური კომუნიკაცია, კრიტიკული აზროვნება ა.შ.) განვითარებას, საყოველთაოდ აღიარებული ღირებულებების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას.

- გლობალური საკითხების ინტეგრირებას შემოქმედებით საგაკვეთილო პროცესში, გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, როგორიცაა: გენდერული თანასწორობა, სამოქალაქო უფლებები, გარემოს დაცვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, სიღარიბე, განათლება და ა.შ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

 ახალი მოთხოვნები მაგისტრანტებისთვის 2027 წლიდან ამოქმედდება - მთავრობის გადაწყვეტილება ძალაშია

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
მშობელი მადლობას უხდის ბეკამის საჯარო სკოლის დირექციასა და პედაგოგებს მოსწავლის აღზრდა-განათლებაში ჩადებული შრომისთვის
 

„ღრმად გვწამს, მოსწავლეთა წარმატების წარმოჩენა და მხარდაჭერა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მათ შემეცნების გზაზე“

მოსწავლეებმა სპორტული შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება