სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლანჩხუთის N3 სკოლის მოსწავლე ქეთევან ჩიკაშუა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირობითი მიღების პროგრამაში ჩაერთო
31-05-2017
-
+


2016-2017 სასწავლო წლისთვის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა შესაბამისი მოსწრების მქონე აბიტურიენტებს, საშუალება მისცა ჩააბარონ პირობითი მიღების პროგრამით.

პროგრამა გულისხმობს უნივერსიტეტის პროფესორებთან გასაუბრებას ეროვნული გამოცდების ჩაბარებამდე და წარმატების შემთხვევაში, ფინანსური დახმარების პროგრამაში ჩართვას.

აბიტურიენტები, რომლებიც მიიღებენ პირობითი ჩარიცხვის შესახებ დასტურს, განიხილებიან ფინანსური დახმარების პროგრამაში.

აღნიშნულ პროექტში ლანჩხუთის N3 სკოლის XII კლასის მოსწავლე ქეთევან ჩიკაშუაც მონაწილეობდა. მან ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა და ჩაერთო სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირობითი მიღების პროგრამაში.

სკოლის წარმომადგენლები ქეთევანს ამ წარმატებას ულოცავენ.
 
''ვულოცავთ ქეთის. ძალიან ნიჭიერი და მონდომებული მოსწავლეა. წარმატებებს ვუსურვებთ ცხოვრების ყველა ეტაპზე'' - აღნიშნეს მასწავლებლებმა.

სან დიეგოს უნივერსიტეტი-საქართველოს წარმომადგენლებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრა ქუთაისში გაიმართა. შეხვედრას 130-ზე მეტი XI-XII კლასის მოსწავლე ესწრებოდა სხვადასხვა რეგიონიდან. ლანჩხუთის N3 სკოლიდან 4 მე-12 კლასელი იყო მიწვეული - გიორგი ლომაძე, ერეკლე ფირცხალაიშვილი, ქეთი ჩიკაშუა და მარიამ გურგენაძე. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა  ყველა მოსწავლე სერტიფიკატებით დააჯილდოვა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება