სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალციხის N5 სკოლის მოსწავლეები განვლილ ოთხ წელიწადსა და პირველ მასწავლებელს საინტერესო ღონისძიებით დაემშვიდობნენ
31-05-2017
-
+


ახალციხის N5 სკოლის IV კლასში (კლასის ხელმძღვანელი ლელა მაზაშვილი) ღონისძიება ''უტკბილესი ოთხი წელი'' ჩატარდა. 

ღონისძიებით მოსწავლეები განვლილ ოთხ წელსა და პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ. პატარები სიხარულით წარმოთქვამდნენ სამადლობელ სიტყვებს ყველა პედაგოგის მიმართ, უმღერდნენ სკოლას, ''დედაენის'' შემოქმედს, სამშობლოს.

ღონისძიება საზეიმოდ მორთულ სკოლის ეზოში ჩატარდა - იყო სიხარული, ცრემლიც, მოგონებებიც. ღონისძიებას სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე, სასწავლო ნაწილის გამგეები ზოია ბალიაშვილი და რიტა კირკიტაძე, პედაგოგები, მოსწავლეთა მშობლები და ახლობლები ესწრებოდნენ. 

ღონისძიების ბოლოს მასწავლებლებმა და მშობლებმა მოსწავლეევს მაისურებზე წარწერები გაუკეთეს საუკეთესო სურვილებით.

''ძალიან ლამაზი ღონისძიებით დასრულდა სიხარულით სავსე ''ძვირფასი ოთხი წელი'' IV კლასში. თუმცა ამ სიხარულს ცოტა ნაღველიც ახლდა, რადგან ისინი ემშვიდობებოდნენ როგორც პირველ მასწავლებელს, ასევე ბავშვობის წლების პირველ ეტაპს.  მოსწავლეებმა პირობა დადეს, რომ საკუთარ წვლილს შეიტანენ ერის აყვავების საქმეში. სამშობლო ანი-დან ჰოე-მდე ნამდვილად მათი ყოფილიყოს'' -  აღნიშნეს მასწავლებლებმა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება