სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საქართველოში გრიპის ვაქცინის დეფიციტია?!
22-11-2019
-
+


გრიპის სეზონი გახსნილად გამოცხადდა და რეკომენდაციებმაც არ დაახანა - აცრა ლამის პანაცეად გვექცა და რამდენიმე წლიანი ბეჯითი მეცადინეობის შედეგად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაც ამ მხრივ „გაიზარდა“. შემოდგომის დადგომასთან ერთად, ხალხი დაბარებულივით მიდის კლინიკებში და იკეთებს გრიპის საწინააღმდეგო ხან სამკომპონენტიან და ხან ოთხკომპონენტიან ვაქცინას.

ყველა სეზონზე ჯანდაცვის სამინისტრო რისკჯგუფებს - ბავშვებს, პენსიონერებსა და ორსულებს ცრის, ხოლო დანარჩენებმა საკუთარ ჯანმრთელობაზე თავად უნდა ვიზრუნოთ, თუმცა აქაც გარკვეულ პრობლემებს ვაწყდებით: რამდენიმე დღეა, კლინიკებში მისულ ადამიანებს ეუბნებიან, რომ ვაქცინა არ აქვთ და მალე შემოიტანენ...

არადა, არცთუ დიდი ხნის წინ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო ერთხმად გვარწმუნებდნენ - ვაქცინის საჭირო მარაგიც გვაქვს და თუ სრულიად ერი ერთდროულად გაცივდა, ანტივირუსულ პრეპარატებსაც მოგაშველებთო.

ვითარებაში უკეთ გასარკვევად, etaloni.ge დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს, პაატა იმნაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა:

„სახელმწიფო პროგრამით უკვე აცრილია 5 ათასი ადამიანი, უფასოდ, მაღალი რისკის ჯგუფები. სახელმწიფოს ვაქცინის მარაგი აქვს. 100 000 ვაქცინა არასოდეს ყოფილა საქართველოში, თანაც მხოლოდ სახელმწიფო პროგრამით. რისკის ჯგუფების უფასო ვაქცინაცია გრძელდება მთელ ქვეყანაში... ანტივირუსული პრეპარატების მარაგიც გვაქვს“, - ასეთია ოფიციალური სტრუქტურის ოფიციალური კომენტარი, თუმცა ფაქტი ერთია, რომ კერძო კლინიკები ადამიანებს უარით ისტუმრებენ.

სხვათა შორის, უკვე ალაპარაკდნენ იმაზე, რომ კერძო სექტორი ხელოვნურად ქმნის ამ კრიზისს, რადგან პრეპარატის გაძვირებას აპირებენ, ან ეს ხელოვნური დეფიციტი სულაც იმისთვის იქმნება, რომ გაბრაზებულმა საზოგადოებამ ჯოხი ოფიციალურ უწყებებზე გადატეხოს. ამ საკითხზე პაატა იმნაძეს ერთგვაროვანი პასუხი აქვს:

„კომერციულმა სექტორმა მოთხოვნა ვერ გათვალა და ვაქცინა გაუთავდათ. როგორც ვიცი, მომავალ კვირაში აპირებენ შემოტანას. ბიზნესმა რატომ ვერ გათვალა მოთხოვნა და ზოგადად რისთვის კეთდება ეს, ჯობს, მათ ჰკითხოთ“.

იმედია, ოდესმე მართლა დადგება დრო, როცა კერძო სექტორს ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა, მანამდე კი, კიდევ ერთი პრობლემა იკვეთება - რა ქნან მათ, ვისაც განმეორებით აცრა სჭირდება და ამ აცრის გაკეთებას თავის ვადები აქვს.

„მეორედ აცრა მხოლოდ ჩვილ ბავშვებს სჭირდებათ, ისიც, თუ პირველად იცრება და ვადა ერთი თვეა მინიმალური შუალედი“, - განუცხადა „ეტალონს“ პაატა იმნაძემ.  


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება