| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით 17–25 სექტემბერს თბილისში ჩატარდა "მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი", რომლის ფარგლებშიც 150–მდე სხვადასხვა ღონისძიება (კონფერენციები, საჯარო ლექციები, პრეზენტაციები, ვორკშოპები, ტრენინგები, ღია კარის დღეეიბ, სამეცნიერო შოუები და სხვ.) გაიმართა. ფესტივალში 50–მდე უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულება მონაწილეობდა.
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის დასკვნითი დღე მთლიანად დაეთმო სტუდენტებს. რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის მიერ ორგანიზებული სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციები ერთიან სივრცეში გაერთიანდა, რაც მიზნად ისახავდა:
1. სხვადასხვა, როგორც თბილისის, ისე რეგიონების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა დაახლოებას;
2. სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მომავალი მეცნიერების მიღწევების ერთმანეთისთვის და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას;
3. სტუდენტური სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერას;
4. სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის მნიშვნელობისა და პრესტიჟის ზრდას.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ და სამეცნიერო–კვლევითმა ცენტრმა, ესენია: 1. კავკასიის უნივერსიტეტი; 2. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი; 3. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი; 4. საქართველოს უნივერსიტეტი; 5. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი; 6. გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი; 7. ივ. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი.
სტუდენტური კონფერენციების თემატიკა მრავალფეროვანი იყო: ბიომედიცინა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები, განათლების მეცნიერებები, სამართალი და სხვ.
კონფერენციების დასასრულს სტუდენტებს სიტყვით მიმართა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა. მან აგრეთვე სამინისტროს მიერ დაწესებული ჯილდოები გადასცა სამეცნიერო ფოტოკონკურსის გამარჯვებულებს.
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა ვაკის პარკში, თიკა ბალანჩინისა და მისი ბენდის კონცერტითა და ფოეირვერკით.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წელს ტესტირებაზე 12 600-მდე მსურველი დარეგისტრირდა
24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება 25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა