სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლაში თემაზე - „თანასწორობა“ თავისუფალი გაკვეთილი ჩატარდა
19-11-2019
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლის მეათე კლასში თემაზე - „თანასწორობა“ თავისუფალი გაკვეთილი ჩატარდა.

სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ლამზირა ოსეფაშვილმა მოსწავლეებს მედიარესურსი „როზა პარქსი“ და სლაიდ შოუ „ადამიანის უფლებები უძველესიდან დღემდე“ აჩვენა, რომლის ნახვის შემდგემ დისკუსია გაიმართა.

მოსწავლეებმა ადამიანის უფლებათა დარღვევის ბევრი ფაქტი გაიხსენეს.

„თანასწორობის იდეა არ არის ახლად წარმოშობილი ცნება, იგი ჩვენი ისტორიული არჩევანია, რასაც მიუთითებს მე-19 საუკუნის ქართველი საზოგადო მოღვაწეების ნააზრევი. ილია ჭავჭავაძე წერდა: „ყველამ იცის, რომ ეხლანდელს დროში დევნა და იძულება, ერთმანეთის შეუწყნარებლობა, ერთმანეთის გაუტანლობა იმის გამო, რომ შენ სხვა თესლისა ხარ და მე სხვა თესლისა და ერთად ვერ გვეცხოვრებაო, მარტო ბრიყვის და უვიცის მოძღვრებაა“. თანასწორობაზე საუბრობდა იაკობ გოგებაშვილი.

ამავე იდეით განმსჭვალული მარტინ ლუთერ კინგი წინ მიუძღოდა დემონსტრაციას, რომელმაც ამერიკელების ცხოვრება სასიკეთოდ შეცვალა. 1963 წლის 28 აგვისტოს მან თავისი ისტორიული სიტყვა წარმოთქვა; „მე მაქვს ოცნება და ვაშინგტონში აქციაზე მყოფ 250 ათასზე მეტ ადამიანს მიმართა. ადამიანის უფლებების გათანაბრებისთვის იბრძოდა ნელსონ მანდელა, ძალადობას მშვიდობიანი გზით ებრძოდა მაჰათმა განდი და სხვა“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

მოსწავლეებმა გაიხსენეს მონა გლადიატორ სპარტაკის აჯანყება, მონობა რომში, ბატონყმობის პერიოდი და სამეგრელოს აჯანყების ხელმძღვანელის, უტუ მიქავას სიტყვები: „ოხრადაც კი დარჩეს ისეთი სამშობლო, როცა თავიც კი ვერ შეგიფარებია სადმე, როცა შენზე ნადირობენ, ნადირივით დაგდევენ... ჩვენ არც ავაზაკები ვართ და არც მეამბოხენი; სამართალს ვითხოვთ, მეტს არაფერს. გვიწყალობე, გენერალო, ეს სამართალი, გვიყავ სიკეთე...“

„თავისუფლება თავისით არ მოსულა, ხალხის დიდი მონაპოვარია, რომელსაც შედეგად მოყვა ადამიანის უფლებათა დეკლარაცია, ბავშვთა უფლებათა კონვენცია და ა. შ. თავისუფლება-თანასწორობას გაფრთხილება სჭირდება, რათა დავიცვათ, როგორც საკუთარი, ასევე სხვისი უფლებები“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება