სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

''გმირნო, მამულის მადიდნო, თქვენა ხართ ჩვენი დიდება'' - ახალციხის N5 სკოლის მოსწავლეებმა დამოუკიდებლობის დღე ღონისძიებით აღნიშნეს
30-05-2017
-
+


26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი დღე ქართველთა ცნობიერებაში.

წინაპართა ყველა თაობამ მისი მოპოვებისთვის ბრძოლითა თუ სიტყვით თავისი წვლილი გაიღო. ამ დღეს საზეიმოდ აღვნიშნავთ და ამავდროულად, პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს და მათ ხსოვნას, ვინც თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოგვიტანა და არ ვივიწყებთ, რომ დღევანდელი თაობის ვალია მისი დაცვა და განმტკიცება.

სწორედ ამ დღეს მიუძღვნეს ახალციხის N5 სკოლის მე-3დ კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი თეა გვირჯიშვილი) ღონისძიება სახელწოდებით ''გმირნო, მამულის მადიდნო, თქვენა ხართ ჩვენი დიდება''. პატარების საოცრად ათრთოლებულმა ხმამ თითოეული მსმენელი მოიცვა. სიხარულის ცრემლი, სევდიანი ღიმილი, მაყურებლის დაუოკებელი ემოცია... პატარა ქართველი პატრიოტების სცენაზე გამოსვლამ, მათმა სულისკვეთებამ დამსწრე საზოგადოებას თვალწინ გადაუშალა სამშობლოს უსაზღვრო სიყვარული. გჯეროდეს, საქართველოვ, ქართული სული არასოდეს გადაშენდება!

პატარებს ღონისძიება სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ინგა ვარდიძემ, მისმა მოადგილემ ქალბატონმა რიტა კირკიტაძემ და დამსწრე საზოგადოებამ დადებითად შეუფასეს. მოუწოდეს, რომ ბოლომდე დაიცვან ცოდნით, შრომითა და გარჯით დღემდე მოტანილი საქართველოს დამოუკიდებლობა.

ავტორი: ფიზიკის მასწავლებელი მაია თათეშვილი

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება