სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვარდისუბნის საჯარო სკოლის დირექტორმა სამაგალითო მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა
14-11-2019
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ვარდისუბნის საჯარო სკოლის დირექტორმა მოსწავლეები - ზაზა გოგოლაძე, გიორგი ცერცვაძე, გიორგი კურტანიძე, გიორგი ტაბატაძე და ლუკა ყოჩიაშვილი სიგელებით დააჯილდოვა. ამის მიზეზი კი მოსწავლეთა ქცევა იყო, რომელმაც დირექტორი მოხიბლა.

„ერთ კვირა დღეს, სკოლის სპორტულ მოედანზე შეჯიბრი გაიმართა ფეხბურთში, სადაც სხვადასხვა თემის გუნდები მონაწილეობდნენ. ორშაბათს სკოლაში მისულ მეხუთე კლასელებს: ზაზა გოგოლაძეს, გიორგი ცერცვაძეს, გიორგი კურტანიძეს, გიორგი ტაბატაზეს და ლუკა ყოჩიაშვილს არ მოეწონათ დანაგვიანებული მოედანი, რომელიც სხვა დროს მუდმივად სუფთა და მოვლილია.

ჩუმად მოილაპარაკეს, შეიძინეს ხელთათმანები, ნაგვის ტომრები და საკუთარი ინიციატივით მთელი ტერიტორია დაასუფთავეს. ამის შესახებ არავისთვის არაფერი უთქვამთ.

ერთმა შემთხვევით  გამვლელმა შენიშნა მათი საქმიანობა, ფოტოებიც გადაუღო სამაგალითო ბავშვებს და ჩუმად დირექციას აცნობა.

მეორე დღეს დირექტორმა ხუთივე სიგელით დააჯილდოვა. მოხალისეობრივი საქმიანობისათვის სკოლა დიდ მადლობას უცხადებს მათ“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სკოლებისა და ბაღებისთვის 2 მილიარდამდეა ათვისებული - რას მოხმარდა თანხები

ყოველწლიურად თითო კლასს დავამატებთ და არანაირი კონფრონტაცია არ იქნება - მინისტრი სასკოლო ფორმებზე

რომელი ორი კლასი ამთავრებს წელს საფეხურს - დეტალები

თბილისი-ბათუმი - 20 ივნისს Izrune.ge პროექტის კაშკაშა „ვარსკვლავებს“ დიპლომებსა და სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლამ და კლასის დამრიგებელმა მე-5 კლასში გააცილეს თაობა, რომელიც მზად არის ახალი მწვერვალების დასაპყრობად

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება