| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლაში გაიმართა სიმულაციური თამაში თემაზე - „ადგილობრივ თვითმმართველობაში მონაწილეობა“.
სიმულაციაში მონაწილეობდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის საჯარო სკოლისა და აფხაზეთის N7 სკოლის მოსწავლეები.
სიმულაციას ესწრებოდნენ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წარმომადგენლები მაკა ბიბილეიშვილი და ნატალი გამცემლიძე.
„სიმულაციური თამაში შეიქმნა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიერ გერმანულ პარტნიორ ორგანიზაცია CRISP-თან თანამშრომლობით და წარმოადგენს ახალ საგანმანათლებლო რესურსსა და პროდუქტს, რომელიც მიმართულია არაფორმალური განათლების ელემენტებით და აქტუალური რეალობის სიმულაციით მოსწავლეებში სამოქალაქო ჩართულობის, აქტივიზმის და თვითმმართველობაში მონაწილეობის მნიშვნელობის გააზრებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისკენ.
სიმულაციურმა თამაშმა მოსწავლეებში დიდი მოწონება დაიმსახურა. მადლობა ყველა მონაწილეს!
მადლობა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმს ამ შესაძლებობისთვის!
ფასილიტატორები: ნინო ფარულავა, მაია არახამია“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“