სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი - „დემოკრატია იწყება შენით“ განახორციელეს
14-11-2019
-
+


თელავის N5 საჯარო სკოლის VII-IX კლასის მოსწავლეები დემოკრატიის საერთაშორისო  დღეს შეუერთდნენ პროექტით - „დემოკრატია იწყება შენით“.

პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციაა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“. აღნიშნულ ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პროექტების კონკურსში სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ზეინაბ კაკალაშვილმა დაფინანსება მოიპოვა.  

„პროექტის მიზანია, მოსწავლეებმა გაიგონ დემოკრატიის არსი, გაეცნონ დემოკრატიის ინდექსის 5 კატეგორიას, დემოკრატიის პრინციპებს, 1918 წლის დამფუძნებელი კრების ისტორიას, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება დემოკრატიის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის საკითხებზე.

მოსწავლეებმა გამოხატეს საკუთარი შეხედულებები დემოკრატიის უპირატესობებზე და პრობლემებზე. მოაწყვეს დიკუსია მხატვრული ფილმის „დაუმორჩილებლები“ (ნელსოლ მანდელაზე) ნახვის შემდგომ. შექმნეს პოსტერი და სლოგანი დემოკრატიის თემაზე“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

პროექტი საინტერსოდ წარიმართა. მაღალი იყო მოსწავლეთა ჩართულობა. გამოვლინდნენ საუკეთესო ესსეს ავტორი მოსწავლეები: ეკატერინე მამნიაშვილი, სალომე ფროდიაშვილი, მარიამ მარიამ ფროდიაშვილი და ნათია სმოიანი, რომლებიც ორგანიზაციის მიერ დაწესებული პრიზით - „ბიბლუსის" ვაუჩერით დასაჩუქრდნენ.

„დიდი მადლობა აქტიურ მონაწილე მოსწავლეებს  და ორგანიზაციას „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ მხარდაჭერისადა მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის.

სამოქალაქო განათლების კლუბის ხელმძღვანელი სამოქალაქო განათლების პედაგოგი ზეინაბ კაკალაშვილია.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება