სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალაფორეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტზე - „ხელოვნების ციფრული მუზეუმი- ფიროსმანი“ იმუშავეს
13-11-2019
-
+


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, წყალაფორეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: ვახტანგ ქელეშაშვილმა, მარიამ ნიქაბაძემ, შოთა კოვზირიძემ, ლუკა გურეშიძემ და ქრისტინე კოვზირიძემ პროექტზე - „ხელოვნების ციფრული მუზეუმი - ფიროსმანი“ იმუშავეს.

პროექტის, რომელსაც ნათია ტაბატაძე ხელმძღვანელობდა, მიზანი ხელოვანზე ინფორმაციის მოძიება, გაცნობა და მისი ცხოვრების ეპიზოდების პრეზენტაციის სახით აუდიტორიის წინაშე წარდგენა იყო.

მოსწავლეებმა მოიძიეს და მსმენელს წარუდგინეს ფიროსმანის ბიოგრაფია, ვიდეო კოლაჟი, განმარტეს თითოეული ნახატის ისტორია, ამომწურავად ისაუბრეს ფიროსმანის უიღბლო სიყვარულის შესახებ, წარმოადგინეს ახალგაზრდა ფრანგი ქალის, „მარგარიტას“ პორტრეტი.

სხვადასხვა წყაროდან მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, ისაუბრეს ფრანგი მოცეკვავე მარგარიტას შესახებ, რომელიც საქართველოში 1905 წელს ჩამოვიდა და ნიკო ფიროსმანს, იგივე ნიკალას, თავდავიწყებით შეუყვარდა.

ნიკალამ მარგარიტას გულის მოსანადირებლად გაყიდა სახლი, ხოლო აღებული ფულით მილიონი ვარდი უყიდა მოცეკვავე ქალს.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ მარგარიტა სამუდამოდ დარჩა ფიროსმანის მარადიულ სიყვარულად.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსიც, რომელიც ნიკომ მარგარიტას მიუძღვნა:

„მე მხატვარი ვარ და თითქოს მოსმით

ძალმიძს, რომ შევქმნა სახეთა ჯარი,

მაგრამ როდესაც შენ გამოჩნდები,

მათ ყველას ერთად წაიღებს ქარი.

ათასი სახე შევქმენი სრული,

ვნებით აღვანთე, შთავბერე სული,

მაგრამ გამოჩნდი და ყველა ერთად

მწვავე ცეცხლს მივეც და ხელი ვკარი“.

ბავშვებმა განმარტეს ისიც, რომ ნიკო ფიროსმანის ნამუშევართა უმეტესობა საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული და მათი უმრავლესობა კარგად არის ცნობილი როგორც ქართველი, ისე უცხოელი დამთვალიერებლისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ნიკო ფიროსმანის სურათების დიდი ნაწილი დაკარგული ან განადგურებულია.

მოსწავლეებმა აჩვენეს მხატვრის თითქმის ყველა ის ნახატი, რომელიც ინტერნეტის საშუალებით მოიძიეს.

„მოსწავლეებმა გვამოგზაურეს ციფრულ მუზეუმში, გააშუქეს შემოქმედის საცხოვრებელი კახეთში, სოფელ მირზაანში და ასევე, დედაქალაქ თბილისში ფიროსმანის ქუჩის #29-ში მდებარე მუზეუმი რომლის ფართობიც 6 კვადრატულ მეტრს არ აღემატება, სახლ-მუზეუმი, სადაც ნიკო ფიროსმანაშვილმა სიცოცხლე დაასრულა“, - წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

მოსწავლეებმა ფიროსმანზე დაწერილი სიმღერები მაყურებლებს სლაიდებზე ნიკოს ნახატებითა და თავგადასავლებით გაფორმებული სურათების ფონზე მოასმენინეს, აჩვენეს ფიროსმანის ყველა ის ფოტო, რომლებიც აუქციონზე ძვირად გაიყიდა.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს „შთაბეჭდილებების წიგნი“  და აუდიტორიას სთხოვეს ჩაეწერათ თავიანთი მოსაზრებები როგორც თემის, ასევე, წარმოდგენილი პრეზენტაციის შესახებ.

პროექტის დასრულებისას მოაწყვეს დისკუსია.

მოსწავლეებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

პროექტი ორ დღეს მოიცავდა. მეორე დღისთვის დაგეგმილი იყო ფიროსმანის ნახატების გამოფენა, სახელწოდებით - „ხელოვანი უკვდავია“, სადაც, როგორც სკოლა აღნიშნავს, „ბუნების ფონზე გააცოცხლეს უკვდავი ხელოვანის უკვდავი შედევრები“.

წყალაფორეთის საჯარო სკოლა ყველა მასწავლებელსა და მოსწავლეს თანადგომისა და გაწეული დახმარებისათვის მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

სკოლის ფორმების ფასზე მინისტრმა ისაუბრა - ვინ მიიღებს უფასოდ და რა პირობით - განმარტებები

განათლების სფეროს წარმომადგენლები, რომელთაც მეორე სამსახურში დასაქმების შეზღუდვა ეხსნებათ

პოლიესტერი, ვისკოზა, ელასტინი... - სასკოლო ფორმების ქსოვილის მახასიათებლები ცნობილია

 

 

როგორი ფორმები იქნება სკოლაში - ესკიზები და რაოდენობა ცნობილია

სკოლების უფლებამოსილება იზრდება - რა კომპეტენციები გადაეცემა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

ბავშვების განსაკუთრებული ინტერესითა და ჩართულობით გამოირჩა ტრადიციული ჯეჯილის დათესვა

ამჯერად, მოსწავლემ ნიჭი და შესაძლებლობები ქართული კალიგრაფიის კონკურსზე წარმოაჩინა

გუნდის კაპიტანი გახლავთ ჭადრაკის პედაგოგი ვიოლეტა შეყრილაძე

ბავშვებმა ასევე წაიკითხეს ლექსები და ნახეს ამ დღეების ამსახველი დოკუმენტური მასალა

გაიმართა კვირეული, რომლის ფარგლებში ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი და ვიქტორინა

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება