სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სამასწავლებლო

როგორი უნდა იყოს განათლების მინისტრი? - პასუხები სკოლის დირექტორებისგან
11-11-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დატოვა და გადაწყვეტილება პირადი მიზეზით ახსნა. ბატიაშვილის განცხადებიდან მალევე გაჩნდა სხვადასხვა ვერსიები, ვინ შეიძლება დაიკავოს განათლების მინისტრის თანამდებობა.

მანამ, სანამ განათლების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი დასახელდება, Etaloni.ge დაინტერესდა, როგორი განათლების მინისტრი სურთ სკოლის დირექტორებს. ამ თემაზე ჩვენ რამდენიმე დირექტორს ვესაუბრეთ:

მარნეულის მუნიციპალიტეტის საიმერლოს საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მთვარელიძე:

„ჩემი აზრით, მინისტრი განათლების სფეროს ძალიან კარგად უნდა იცნობდეს. მენეჯერული გამოცდილებაც ამ სფეროში უნდა ჰქონდეს. ვგულისხმობ კომპეტენციებს განათლების მიმართულებით, კანონების ცოდნას და ყველაფერს, რაც განათლების სისტემას შეეხება.

სასურველია, იყოს განათლების სექტორიდან და არა დავუშვათ, სამედიცინო ან ბიზნესის სფეროდან. აუცილებლად უნდა ჰქონდეს მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. ვფიქრობ, ეს ორი მიმართულება ყველაზე მნიშვნელოვანია“.

 ქუთაისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი სალომე სარალიძე:

„განათლების მინისტრი, პირველ რიგში, თავისი საქმის პროფესიონალი უნდა იყოს. ის რეფორმები, რომელიც ახლა მიმდინარეობს, სასურველია ბოლომდე მიიყვანოს, რადგან ძალიან კარგი ინიციატივებია დაწყებული.

თუ მინისტრი სიახლეების მოყვარული იქნება და სიახლეებს დანერგავს, ძალიან კარგი იქნება.

არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, რა პროფესია ექნება განათლების მინისტრს. შეიძლება იყოს ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელი, მაგრამ ისეთი მენეჯერული თვისებებით შემკული და ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული, რომ  ყველაფერს ერთად და კარგად მოუყაროს თავი“.

ფოთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ნონა ჟვანია:

„განათლების მინისტრად ვისურვებდი პიროვნებას, რომელიც კარგად იცნობს განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს, მიღწევებს და გააგრძელებს დაწყებულ მიმართულებებს. მსურს გაგრძელდეს იგივე მიმართულება, რომელიც აქამდე იყო.  

განათლების მინისტრი, ვფიქრობ, კარგად უნდა იცნობდეს და იყოს განათლების სისტემის წარმომადგენელი. სწორედ ამ მიმართულებით უნდა ჰქონდეს მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებაც“.

თერჯოლის N2 საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან უსუფაშვილი:

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მინისტრი იყოს სკოლის სფეროდან წამოსული. თუ გვინდა, რომ კარგად მოერგოს თანამდებობას, უნდა იცნობდეს სკოლას. იცოდეს იქ არსებული პრობლემები, ნიუანსები, რომელიც აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებას. თუ ეცოდინება ყველაფერი, გაცილებით იოლად უხელმძღვანელებს განათლების სისტემას და ყველაფერი კარგად გამოუვა“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება