| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პროგრამის - „ნატოს დღეები-2019“ ფარგლებში ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ ჩატარდა. ინტელექტუალურ თამაშში წალენჯიხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, წალენჯიხის N5 საჯარო სკოლა 2011 წლიდან აქტიურად მონაწილეობს ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის?“. სკოლის ინტელექტუალურ გუნდს - „ინტელექტუალები“ დაარსების დღიდან ისტორიის მასწავლებელი ხათუნა შედანია ხელმძღვანელობს.
ზუგდიდში ჩატარებულ თამაშში მონაწილეობდა სამეგრელო ზემო-სვანეთის 250-მდე მოსწავლე - 41 გუნდი. შეკითხვები თემატური იყო და შეეხებოდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია-„ნატოს“ ისტორიას.
წალენჯიხის N5 საჯარო სკოლამ, სხვა 7 სკოლასთან ერთად, 9 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო პირველ ადგილზე 10 ქულით გავიდა ხობის N2 საჯარო სკოლა.
მონაწილეები სერტიფიკატებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
წალენჯიხის N5 საჯარო სკოლის გუნდი „ინტელექტუალები“ სკოლამაც დააჯილდოვა.
„სკოლის დირექცია მოსწავლეთა წარმატებებზე ზრუნავს და მათ წახალისების მიზნით აჯილდოებს სიგელებით. ასევე სკოლა ორიენტირებულია იმაზე, რომ სკოლის თითოეული გამარჯვებები და წარმატებები მუდმივად გამჭვირვალედ იყოს სასკოლო საზოგადოებაში“,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ