სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კითხვა, რომელიც ყოველ მეხუთე ქართველ სტუდენტს აწუხებს - „ხანდახან ჩემს თავს ვეკითხები...“
05-11-2019
-
+


„ევროსტუდენტი VI“-ს ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო კვლევა, რომელის საშუალებითაც სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მსურველ ქართველ და ევროპელ სტუდენტებს, გადაწყვეტილებები შეაფასებინეს.

კვლევის შედეგებს „აიფიემი“ ავრცელებს. 

სტუდენტებმა შეაფასეს უმაღლეს განათლებაში სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილება, შემდეგი დებულებით: „ყოველთვის ნათელი იყო, რომ როდესმე მაინც ვისწავლიდი“. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში გამოკითხულ სტუდენტთა უმრავლესობა დარწმუნებული იყო, რომ უსდ-ში სწავლას დაიწყებდნენ. ქართველი სტუდენტების თავდაჯერებულობა 86,5%-ს შეადგენს და ამ მონაცემით მეორე ადგილზე არიან ალაბანეთის შემდეგ, სადაც მაჩვენებელი 91,9%-ია. ყველაზე დაბალი  მონაცემი ჩეხ სტუდენტებშია და 34,2%-ს შეადგენს. 

სტუდენტების მიერ შეფასებულ მეორე დებულება არის: „ხშირად მაქვს შეგრძნება, რომ უმაღლეს განათლებაში ჩემი ადგილი არ არის.“ ქართველი სტუდენტების 13.8% (სრულიად) ეთანხმება ამ დებულებას. უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში ჩართვის გადაწყვეტილებას ყველაზე მეტად რუმინელი (27%) და უნგრელი (21.4%) სტუდენტები აყენებენ ეჭვქვეშ. 

დებულება - „ხანდახან ჩემს თავს ვეკითხები, სწავლა სწორი გადაწყვეტილება იყო თუ არა“, კვლევის მონაწილეებმა შემდეგნაირად შეაფასეს: ქართველი სტუდენტებიდან ყოველ მეხუთეს აწუხებს ეს კითხვა, რაც პროცენტულად 21-ს შეადგენს. ყველაზე იშვიათად ამ კითხვას საკუთარ თავს ხორვატი სტუდენტები უსვამენ (10.4%), პოლონელები კი - ყველაზე ხშირად (28.4%).

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები
მეექვსე და მერვე კლასების მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ინტერაქციულ-შემეცნებით ვიქტორინაში
 

პირველკლასელებისთვის პირველი საანბანო გაკვეთილი საზეიმოდ წარიმართა

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება