| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სექტემბრის ბოლოს საქართველოში ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატი იწყება.
პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით ხორციელდება. "ეტალონის" შემოქმედებითი და ტექნიკური გუნდი პროექტის ავტორთან და კონკურსების წამყვან გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება დაინტელექტუალურ კონკურსებს ადგილებზე გამართავს.
წალენჯიხის, მესტიის, სენაკის და ცაგერის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში უკვე გაიმართა ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი სატესტო ეტაპიდა მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეებისთვის კონკურსები ადგილებზე გაიმართება: 27 სექტემბერს - წალენჯიხაში, 28 სექტემბერს - მესტიაში, 29 სექტემბერს - სენაკში, ხოლო 30 სექტემბერს - ცაგერში.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი მთელი საქართველოს მასშტაბით პირველად 2015-2016 სასწავლო წელს გაიმართა. „ეტალონის“ გუნდმა ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში ჩაატარა ადგილობრივი კონკურსები, დასკვნითი ფინალური შოუ კი 2016 წლის 21 მაისს სპორტის სასახლეში ჩატარდა, სადაც ერთმანეთს საქართველოს 82 რჩეული მოსწავლეე შეეჯიბრა, ღონისძიებას 700 სტუმარი, საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
“ეტალონი” გამოგონებული და დაპატენტებულია საქართველოში, და მსოფლიოში არსებულ ინტელექტუალურ თამაშებს შორის ანალოგი არ აქვს. იგი აგებულია განწყობის თეორიაზე, ეყრდნობა კითხვების შედგენისა და დასმის მეცნიერულ მიდგომებს და ქულათა დაანგარიშების ინოვაციურ სისტემას.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წელს ტესტირებაზე 12 600-მდე მსურველი დარეგისტრირდა
24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება 25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა