სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონი“ აგიყოლიებს“ - ზესტაფონმა „ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინა
31-10-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, ზესტაფონის N6 საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც "ზესტაფონის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგლიჩიძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ელგუჯა კვეტენაძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ტურიზმისა და ახლგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი მაია ხვედელიძე, ზესტაფონის რესურსცენტრის უფროსი კახაბერ კუპატაძე, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ ისაუბრა იმ დადებით ემოციებზე, რომელსაც „ეტალონი“ თანამედროვე ბავშვებსა და მშობლებს ანიჭებს:

„ეტალონი“ აგიყოლიებს. ჩვენ ვუყურებდით ბატონი გოჩას მცდელობას, რომ ბავშვები გახდნენ მეტად გახსნილები და მოახდინონ მაქსიმალურად ცოდნის რეალიზება. ვუყურებდი ბავშვებს და ჩემი ბავშობა მახსენდებოდა. სამწუხაროდ, ჩვენ ცოტა შებოჭილები ვიყავით. დღეს გახარებული ვარ, რომ ვუყურებ დადებითი ემოციებით დატვირთულ ბავშვს, მასწავლებლებსა და დირექტორებს. 14 წლის განმავლობაში ბატონი გოჩა ბავშვების გახარებას უდგას სათავეში. მადლობა მას  ჩვენი მოსწავლეებისა და მათი მშობლების გაბენიერებისთვის“.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ელგუჯა კვეტენაძემ მოსწავლეთა ენთუზიაზმზე და პროექტზე ისაუბრა: 

„ეტალონს“ დადებითად ვაფასებ, ძალიან მოხარული ვარ, რომ ინტელექტ-ჩემპიონატში ჭკვიანი ბავშვები მონაწილეობენ. ისიც ძალიან მომწონს, რომ ეს პროექტი არსებობს. ბავშვების დიდი ენთუზიაზმი მახარებს. ბატონი გოჩა სასიამოვნო პიროვნებაა და მოხარული ვარ, რომ მსგავსი ადამიანები გვყავს“.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ტურიზმისა და ახლგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა მაია ხვედელიძემ ინტელექტ-ჩემპიონატის როლს გაუსვა ხაზი:  

„პროექტით აღფრთოვანებული ვარ. მინდა გითხრათ, რომ „ეტალონის“ ერთი ღონისძიება უდრის ყველა დანარჩენ ღონისძიებას, რომელიც წლის განმავლობაში იმართება. ეს ერთი დღე გადაწონის ხოლმე სხვა დღეებს. ამდენი ანთებული თვალები, სიხარულის ცრემლები. ყველა მონაწილეს ვუსურვებ წარმატებას. მინდა  ბატონ გოჩას და მთლიან შემოქმედებით ჯგუფს მადლობა გადავუხადო“.

„ზესტაფონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული კვალითის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ თამაზ გორგაძემ მოიპოვა.

„ეტალონმა" მომაცა თვიდაჯერებულება, ნიჭი და ახალი გამოცდილება. ასევე, ის გამოცდილება, რაც აქამდე მქონდა გავამტკიცე. მადლობა ორგანიზატორებს დღევანდელი მნიშველოვანი დღისთვის.  „ეტალონში“ მონაწილეობა პირველად მივიღე და ძალიან ბედნიერი ვარ“ - ამბობს გამარჯვებული მოსწავლე. 

შეჯიბრში გამარჯვებულმა „ზესტაფონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„ეტალონი“ 2019-2020 სასწავლო წელსაც ტრადიციულად საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს. კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. „ეტალონის“ მიმდინარე სეზონი კი სასწავლო წლის ბოლოს გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ასევე იხილეთ:

ზესტაფონის მოსწავლეთა საყურადღებოდ

„წელს შესარჩევი ტური ელექტრონულად ჩავატარეთ, რაც უფრო კომფორტული აღმოჩნდა ბავშვებისთვის“ - ზესტაფონი ინტელექტ-ჩემპიონატის II ტურისთვის ემზადება

ზესტაფონის „ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია ცნობილია

30 ოქტომბერს „ეტალონი“ ზესტაფონში გაიმართება


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება