სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რამდენია მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების რეგისტრაციის საფასური? - მინისტრის ბრძანება
15-10-2019
-
+


განთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით, მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების რეგისტრაციის დებულება და საფასური დამტკიცდა. 

დოკუმენტი განსაზღვრავს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის რეგისტრაციის სტანდარტების შემოწმების პირობებს, მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის რეგისტრაციის, რეგისტრაციის ვადის გაგრძელების, რეგისტრაციაზე უარის თქმისა და რეგისტრაციის გაუქმების, აგრეთვე მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის რეგისტრაციის საფასურს და მათთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

მასწავლებელის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების რეგისტრაციის მიზანია, მასწავლებლისთვის გამჭვირვალე, მოქნილი, მრავალფეროვანი და თანასწორი გარემოს უზრუნველყოფა.

პროგრამის რეგისტრაციის სტანდარტებია:

  • პროგრამის შინაარსი;
  • პროგრამის რესურსები.

პროგრამის რეგისტრაციის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენა ცენტრში;
  • სარეგისტრაციო განაცხადის დასაშვებობის შემოწმება;
  • განმცხადებლის მიერ პროგრამის რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა;
  • რეგისტრაციის ექსპერტების შერჩევა;
  • რეგისტრაციის ექსპერტების მიერ დასკვნის მომზადება და სარეგისტრაციო საბჭოსთვის წარდგენა;
  • ზეპირი მოსმენა;
  • სარეგისტრაციო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება.
  • ცენტრის დირექტორის მიერ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამოცემა პროგრამის რეგისტრაციის შესახებ.

რეგისტრაციის პროცესის განმავლობაში განმცხადებელი ვალდებულია გადაიხადოს ორი სახის საფასური:

  • სარეგისტრაციო განაცხადის დასაშვებობის ეტაპის საფასური;
  • პროგრამის რეგისტრაციის საფასური.

სარეგისტრაციო განაცხადის დასაშვებობის ეტაპის საფასური შეადგენს 125 ლარს, რომლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს სარეგისტრაციო განაცხადთან ერთად. სარეგისტრაციო განაცხადის დასაშვებობის ეტაპის საფასური განმცხადებელს არ უბრუნდება.

პროგრამის რეგისტრაციის საფასურის ოდენობა განისაზღვრება ამავე პროგრამით გათვალისწინებული საათობრივი დატვირთვით და ყოველი ერთი საათისთვის 80 ლარს შეადგენს.

განმცხადებელმა პროგრამის რეგისტრაციის საფასური უნდა გადაიხადოს, სარეგისტრაციო განაცხადის დასაშვებად ცნობიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, უნაღდო ანგარიშსწორების გზით, ცენტრის სახაზინო ანგარიშზე. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინება ცენტრს.

იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში ვერ უზრუნველყოფს პროგრამის რეგისტრაციის საფასურის გადახდას, სარეგისტრაციო განაცხადი რჩება განუხილველი.

პროგრამის რეგისტრაციის საფასური არ უბრუნდება განმცხადებელს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ განმცხადებელი მოითხოვს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას ცენტრის მიერ სარეგისტრაციო განაცხადის ექსპერტებისთვის გადაცემამდე.

რეგისტრირებული პროგრამის ვადის გაგრძელების შემთხვევაში პროგრამის რეგისტრაციის საფასურის ოდენობა განისაზღვრება ამავე პროგრამით გათვალისწინებული საათობრივი დატვირთვით და შეადგენს ყოველი ერთი საათისთვის 40 ლარს.

სარეგისტრაციო განაცხადის დასაშვებობას ცენტრი, სარეგისტრაციო განაცხადის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს. 

ბრძანების სრული ვერსიის სანახავად გადადით ბმულზე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

Tik-Tok ლაივში გოგოს გამო დაწყებული ეჭვიანობის შედეგად, არასრულწლოვანი ბიჭი თანატოლს ფიზიკურად გაუსწორდა

ქარელის საბავშვო ბაღებში შეტანილი ხორცი უხარისხო აღმოჩნდა - დეტალები 

რეკომენდაციებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს

სტიპენდია 1000 ლარი ხდება - ვის ეხება ცვლილება

პედაგოგების ნაწილს საგნის გარდა, დამატებით გამოცდის ჩაბარება უწევს - მინისტრის ბრძანება მასწავლებლის მომზადების პროგრამაში ცვლილებებს ეხება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

​უღრმესი მადლობა, ბესო კობახიძეს მასპინძლობისთვის“

ეს იყო დღე, რომელმაც ერთდროულად გააერთიანა სიხარული, სიამაყე და განშორების ცრემლები

გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა პრაქტიკულად წარმოადგინეს პროგრამის ძირითადი შესაძლებლობები

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება