| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ალბათ, ყველა მასწავლებელს გყავთ ან გყოლიათ კლასები, სადაც მოსწავლეები უნარებით ერთმანეთისგან აშკარად განსხვავდებიან. ნაწილი სწრაფად ითვისებს მასალებს, ნაწილს კი დანარჩენზე ბევრად მეტი დრო სჭირდება.
გთავაზობთ სტრატეგიებს, ამ პრობლემას თავი როგორ გაართვათ.
განსხვავებული უნარების მქონე მოსწავლეების კლასში სუსტები ხშირად სტრესს გრძნობენ. ამ დროს საუკეთესო გამოსავალი კლასში არსებულ სიტუაციაზე ღია დისკუსიის გამართვაა. მუშაობის წესებზე ყველა მოსწავლესთან ერთად უნდა შეთანხმდეთ და ძლიერი მოსწავლეები გაამხნეოთ, რომ სუსტებს დაეხმარონ.
გაანალიზეთ მოსწავლეების საჭიროებები, სიძლიერეები და სისუსტეები. დაფიქრდით რა სჭირდებათ მოტივაციისთვის.
ამისთვის მოსწავლეებს ჰკითხეთ:
მიღებული ინფორმაცია უნდა შეაგროვოთ და შედეგები გაანალიზოთ. ამ შეკითხვების პასუხების გააზრება მომავალში მათთან კომუნიკაციას გაგიადვილებთ.
მოსწავლეებთან წერილობითი შეთანხმების დადებაც შეგიძლიათ, სადაც ისინი საკუთარ ქცევასა და აქტივობაზე დადებენ პირობას. მაგალითად, „მე დავეხმარები ჩემს მეწყვილეს“, „აქტიურად მივიღებ მონაწილეობას ჯგუფურ სამუშაოში“ და ა. შ.
თუ ატყობთ, რომ მოსწავლეებს საკმარისი ცოდნა და უნარები არ აქვთ აქტივობას ტემპში მიყვნენ, წინასწარ გააფრთხილეთ, რის გაკეთებას აპირებთ. თუ ეცოდინებათ რა დავალებას უნდა ელოდნენ, უფრო მობილიზებული და ეფექტურები იქნებიან.
მოსწავლეებს სთხოვეთ დაფიქრდნენ რა არის მათი სისუსტეები და სიძლიერეები. უთხარით თავიანთ პროგრესს დააკვირდნენ.
კარგი იქნება დღიურს თუ აწარმოებენ, სადაც შეცდომებს ჩაინიშნავენ, ჩაიწერენ რა ისწავლეს და როგორ განვითარდნენ.
შეგიძლიათ ძლიერები ერთად დააწყვილოთ, სუსტები ერთად ან შერეული ჯგუფები შექმნათ. დაფიქრდით, რომელი დავალების შემთხვევაში რომელი მეთოდი იქნება უკეთესი. არ დაგავიწყდეთ, რომ ამან მოსწავლეების ურთიერთობაში პრობლემა არ უნდა შექმნას. ჩაინიშნეთ ვინ ვისთან ერთად მუშაობს კარგად.
ჯგუფური მუშაობის შემთხვევაში გახსოვდეთ, რომ სუსტი ბავშვები თავიანთ შესაძლებლობებს უკეთ პატარა ჯგუფებში ავლენენ.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევ კრიტერიუმები ცნობილია
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას