სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა
07-10-2019
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია თემაზე: „სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები და გამოწვევები“ გაიმართა.

კონფერენციის სლოგანი იყო „ვიდრე ასწავლი, თავადაც არასოდეს შეწყვიტო სწავლა!“

კონფერენცია შესავალი სიტყვით სკოლის დირექტორმა, ფაქიზო ფანჩულიძემ, გახსნა. მან დამსწრეთ პროფესიული დღე მიულოცა და იმავდროულად წუთიერი დუმილით პატივი მიაგო სკოლის ახლახან გარდაცვლილი კურსდამთავრებულის ხსოვნას.

სკოლის დირექტორმა საპატიო სიგელებითა და მოსწავლეთა მიერ დამზადებული თექის ნამუშევრებით ​ სკოლის  პენსიონერი პედაგოგები დააჯილდოვა. 12-მა წარმატებულმა პედაგოგმა საინტერესო მოხსენებები წარმოადგინა.

კონფერენციის დასასრულს საგანგებოდ მოწვეულმა სტუმარმა, 2017 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა, ლადო აფხაზავამ, დამსწრეთ საინტერესო მასტერკლასი სკოლის ფოიეში ჩაუტარა.

სკოლაში მიმდინარე კონფერენციის ორგანიზატორებსა და დამსწრეთ პროფესიული დღე სპეციალურად ამ დღისთვის მიძღვნილი ტორტით მიულოცა ფონდმა "სოხუმმა".

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნული დღესასწაულით ყველა მადლიერი და კმაყოფილი დარჩა.

კონფერენციის ორგანიზატორები განათლების საერთაშორისო აკადემია და სკოლის დირექცია იყო.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება