სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონი“ ცივილიზებული სამყაროს გასაღებია“- ცაგერმა „ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინა
02-10-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით ცაგერის მუნიციპალიტეტის ლაჯანის საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც „ცაგერის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. 2019-2020 სასწავლო წლის „ცაგერის ეტალონი მოსწავლე“ ლაცორიის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე თამუნა სილაგაძე გახდა.

ღონისძიებას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ცაგერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ირაკლი სილაგაძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მიხეილ მეშველიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ  „ეტალონის“ როლსა და პროექტში მოსწავლეების ჩართულობის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა:

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი რეგიონის ახალგაზრდები აქტიურად იყვნენ ამ პროექტში ჩართულები. მოვუწოდებ, მოსწავლეების მშობლებს, რომ შვილების განათლებაში აქტიურად ჩაერთონ. ბუნებრივია, ბატონ გოჩას აქვს სწორი მიდგომა, რომ განათლება და წიგნიერება ახალგაზრდებისთვის უნდა გახდეს ყველაზე მნიშვნელოვანი“.

ცაგერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ირაკლი სილაგაძე „ეტალონის“ სახელმწიფოებრივ დანიშნულებაზე ისაუბრა:

„ეტალონის“ როლი განუსაზღვრელია. დღეს მე აღვნიშნე და  არა ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ თუ ჩვენ გვჭირდება განათლებული მომავალი თაობა, მყარი საზოგადოება, რომელსაც ძლიერი სახელმწიფო დაეფუძნება. „ეტალონის“ როლი ამ მხრივ დიდია, ვინაიდან „ეტალონს“ სწორება აქვს მომავალი თაობის განათლებისაკენ, რაც ჩვენს ქვეყანას ასე ძალიან სჭირდება. „ეტალონი“ თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს გასაღებია “.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მიხეილ მეშველიანმა იმედი გამოთქვა, რომ რეგიონის ჩართულობა „ეტალონის“ პროექტებში შენარჩუნდება და გაიზრდება:

„ზოგადად, „ეტალონი“ არა მარტო ლეჩხუმისათვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. მსურს, „ეტალონს“, მის შემოქმედებით ჯგუფს და განსაკუთრებით ბატონ გოჩას საქართველოს განათლების სისტემაში შეტანილი შეუფასებელი ღვაწლისათვის დიდი მადლობა გადავუხადო. ჩვენ ვნახეთ თუ როგორი გამორჩეული ბავშვები გვყავდა და გვყავს ლეჩხუმში. ამიტომ, რაც უფრო მეტი ბავშვი ჩაერთვება ძალიან კარგია. ჩვენ ვამაყოფთ „ეტალონში“ მიღწეული წარსული წარმატებებით. ასევე, ვფიქრობ, რომ ლეჩხუმელები გამორჩეულად ნიჭიერი ხალხი ვართ და მადლობა „ეტალონს“, რომ აძლევს ბავშვებს თვითრეალიზების საშუალებას“.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილმა კმაყოფილება გამოთქვა ცაგერის მოსწავლეების ინტელექტ-ჩემპიონატში აქტიურობაზე:

„ძალიან დიდი პროექტია და მსგავსი საგანმანათლებლო პროექტი ქვეყანაში არ არსებობს. მისასალმებელია, რომ უკვე მეხუთე წელია მუნიციპალური ტური იმართება. ჩვენ კმაყოფილები ვართ, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტში „ეტალონის“ მეორე ტურში 72 ბავშვმა მიიღო მონაწილეობა და ღირსეულმა გაიმარჯვა“.

ლაცორიის საჯარო სკოლის დირექტორმა ზაურ გოლეთიანმა ინტელექტ-ჩემპიონატში სკოლის  წარმატებულად მონაწილეობის ტრადიიციის შესახებ ისაუბრა:

„ეტალონში“ ჩვენი სკოლის მოსწავლის გამარჯვება  პედაგოგების წარმატებაცაა. ჩვენს ბავშვებში წიგნიერების ამაღლებას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. 2017 – 2018 წელს „ცაგერის ეტალონი მოსწავლე“, დღევანდელი „ეტალონი მოსწავლის“ ნინო სილაგაძის და გახდა. ბავშვების წარმატება კი პედაგოგებისთვის დამატებითი პასუხისმგებლობაა. „ეტალონში“ გამარჯვება ზრდის მუნიციპალიტეტის სახელს და სკოლის პრესტიჟის ამაღლება ემსახურება. ამიტომ ჩვენ სამომავლოდ მეტს გავაკეთებთ მოსწავლის აღზრდა-განათლების მიმართულებით“.

„ცაგერის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული ლაცორიის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ თამუნა სილაგაძემ მოიპოვა. მისი თქმით, „ეტალონი“ ყველასათვის მნიშვნელოვანი პროექტია.

„ეტალონი“ ყველასათვის მნიშვნელოვანი პროექტია. ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვეთ და ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა მინდა გადავუხადო „ეტალონს“ იმისათვის, რომ არსებობს  და ამდენ ბავშვს აბედნიერებ“.

შეჯიბრში გამარჯვებულმა „ცაგერის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„ეტალონი“ 2019-2020 სასწავლო წელსაც ტრადიციულად საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს. კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. „ეტალონის“ მიმდინარე სეზონი კი სასწავლო წლის ბოლოს გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ასევე იხილეთ:

ცაგერის მოსწავლეთა საყურადღებოდ

„ეტალონი“ უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო პროექტია“ - ცაგერში ჩემპიონატის I ტური ჩატარდა

ცაგერის „ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია ცნობილია

1 ოქტომბერს ცაგერში „ეტალონი“ გაიმართება


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება