სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონი“ ახალ სეზონს ცაგერიდან იწყებს - მუნიციპალიტეტი „ეტალონ მოსწავლეს“ პირველი გამოავლენს
01-10-2019
-
+


„ეტალონი“ ახალი სეზონის პირველ ღონისძიებას მართავს, დღეს „ცაგერის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

ამ წუთებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით ლაჯანის საჯარო სკოლაში მიმდინარეობს და მას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება.

ღონისძიებას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ცაგერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ირაკლი სილაგაძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მიხეილ მეშველიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებიან.

ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა 2018-2019 სასწავლო წლის „ცაგერის ეტალონი მოსწავლეს“ საბა შკუბულიანს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი მის მშობლიურ სკოლას - წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიასაც გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „ცაგერის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

„ეტალონი“ 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ ადგილზევე გამოავლენს.

ასევე იხილეთ: ცაგერის მოსწავლეთა საყურადღებოდ

1 ოქტომბერს ცაგერში „ეტალონი“ გაიმართება

„ეტალონი“ უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო პროექტია“ - ცაგერში ჩემპიონატის I ტური ჩატარდა

ცაგერის „ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია ცნობილია

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო

სად ნახავენ აბიტურიენტები პირველად შედეგებს?

ქულა, რომელიც სპეცმასწავლებელბს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ - ცვლილება ტესტირების წესში  

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება