სიახლეები
ყველაზე პოპულარული


„სილამაზე სიგამხდრით არ განისაზღვრება“- ფსიქიატრი ანორექსიის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს
29-09-2019
-
+


მოდელები და მოდის ინდუსტრია ქმნიან იდეას, რომ იდეალური ქალი გამხდარი უნდა იყოს. ამიტომ, ხშირად მოზარდები მოდელებთან მიბაძვით გახდომის სხვადასხვა გზას მიმართავენ, რის შედეგადაც ანორექსიამდეც კი მიდიან.

ანორექსია ბოლო პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებად ითვლება და ის ძირითადად ფსიქოლოგიური ფაქტორებით არის გამოწვეული.

როგორც ფსიქიატრი ნინო ნანეიშვილი ETALONI.GE-სთან საუბარში აცხადებს, ანორექსია მთელი ორგანიზმის დაავადებას იწვევს და მისი სრული მკურნალობა შეუძლებელია. მისივე თქმით, ის ძირითადად იმ მოზარდებს ემართებათ, რომლებსაც წონაში მომატების პათოლოგიურად ეშინიათ.

- ქალბატონო ნინო, რა ფაქტორები განაპირობებს ანორექსიის განვითარებას?

- ანორექსიის განვითარებას სამი მთავარი ფაქტორი განაპირობებს: გენეტიკური, გარემო ფაქტორები და კულტურალური ფაქტორები.

ამ დაავადების განვითარებაზე გარემო ფაქტორების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ყველას მოგეხსენებათ, რომ დღეს პუტკუნა გოგონები მოდაში არ არიან, რის გამოც ხშირად გაიგონებთ მშობლების მიერ შვილების მისამართით გასროლილ შემდეგ ფრაზებს: „ვერ გათხოვდები, თუ არ გახდები, პუტკუნა ხარ“, რაც ნამდვილად არასწორი მიდგომაა. ხშირია შემთხვევა, როდესაც თინეიჯერი გოგონა შეყვარებულია და ამის გამო მუდმივად აქვს განცდა, რომ, თუ წონაში არ დაიკლებს, სიყვარულის ობიექტი ყურადღებას არ მიაქცევს. ანორექსიის ჩამოყალიბება სტრესის ფონზეც ხშირია. ზოგჯერ მშობლებს თინეიჯერი შვილების მიმართ არასწორი დამოკიდებულება გააჩნიათ, რის გამოც  ხშირად მოზარდ შვილებს სწავლის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ აგზავნიან, თინეიჯერებისთვის უცხო გარემოში მოხვედრა კი დიდ სტრესთან ასოცირდება. აშშ-ის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ანორექსიის ყველაზე ხშირი გამოვლინება სწორედ გარემო ფაქტორებთან არის დაკავშირებული, რადგან ამერიკელი ბავშვებისთვის უცხო გარემოში სწავლის გაგრძელება ძალიან რთულია.

რაც შეეხება ასაკს, ითვლება, რომ ანორექსია ყველაზე ხშირად 10-დან 30 წლამდე ასაკშია გავრცელებული და ის ძირითადად გოგონებს ემართებათ.

- გამოდის, რომ ანორექსია ძირითადად ფსიქოლოგიური ფაქტორებით არის განპირობებული...

- დიახ, უფრო მეტიც, ფსიქიატრების ნაწილი მიიჩნევს, რომ ანორექსიით დაავადებულ ადამიანებს გარკვეული ბოდვაც კი ახასიათებთ, რადგან მათ პათოლოგიურად ეშინიათ გასუქების, შესაბამისად, უარს ამბობენ საკვებზე და ბევრს ვარჯიშობენ. გარდა ამისა, მათ თვითშეფასება დარღვეული აქვთ. როდესაც სარკეში იხედებიან, საკუთარ თავს მსუქნად აღიქვამენ...

- როგორია სტატისტიკა ანორექსიის თვალსაზრისით საქართველოსა და მსოფლიოში?

- საქართველოს სახელმწიფო ანორექსიის მკურნალობას არ აფინანსებს. შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში ამ დაავადების თვალსაზრისით სტატისტიკა არ გაგვაჩნია.

რაც შეეხება მსოფლიო სტატისტიკას, ცნობილია, რომ ანორექსია 1000 ქალბატონიდან 9 მათგანს, ხოლო, 1000 მამაკაციდან 3-ს ემართება.

- რა გართულებებს შეიძლება გამოიწვიოს ანორექსიამ?

- ანორექსია მთელი ორგანიზმის დაავადებას იწვევს, რომელიც არ არის განკურნებადი და შემდგომ ეტაპზე ჯანმრთელობის სრული აღდგენა ვეღარ ხერხდება. გარდა იმისა, რომ წონა ძალიან მცირეა, ადამიანს ზედმეტი სიგამხდრე გარეგნობაზეც ეტყობა.

ანორექსიამ შეიძლება ისეთი გართულებები გამოიწვიოს, როგორებიცაა: სისხლის ცვლილება ორგანიზმში, ღვიძლის ფუნქციების დარღვევა, კანის სიმშრალე, კუჭნაწლავის პრობლემები, კრუნჩხვა, ფრჩხილების მტვრევადობა, თმის ცვენა, მენსტრუაციული ციკლის დარღვევა, გულის რითმის ცვლილება, კალციუმისა და სხვა მინერალური ნივთიერებების დეფიციტი ორგანიზმში, მუდმივი დაღლილობა, ძილის პრობლემები.

ანორექსია ფსიქიატრიაში ერთადერთი დაავადებაა, რომელიც ძალიან საშიშია და ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი მსოფლიოში ყველაზე მაღალია.

- იმ გართულებებიდან გამომდინარე, რაც ჩამოთვალეთ, როდის არის ანორექსიით გამოწვეული სიგამხდრე საგანგაშო და მკურნალობის რა მეთოდები არსებობს ამ დაავადებასთან საბრძოლველად?

- როდესაც მშობელი მოზარდს ატყობს, რომ არ ჭამს, შეუსაბამოდ ვარჯიშობს, ან მცირედი საკვების შემდეგ ორგანიზმის გაწმენდას იწყებს, ოყნას, გულის რევის, საფაღარათო ან შარდმდენ საშუალებებს იყენებს, სასწრაფოდ სპეციალისტს უნდა მიმართოს.

რაც შეეხება მკურნალობას, ანორექსიით დაავადებულ მოზარდებს ფსიქოთერაპევტის მეთვალყურეობა და სპეციალური კვება ესაჭიროებათ, რადგან ისინი ფსიქოლოგიურად საკმაოდ ფრიგიდულები არიან და მათი გადაწყვეტილების შეცვლა რთულია.

- საუბრის დასასრულს, მინდა თინეიჯერებს მივმართო, გახსოვდეთ, რომ ანორექსია იმ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც სრულად არ იკურნება და ამ დაავადების დროს ადამიანი ცხოვრების ჩვეულ რიტმს ვეღარ დაუბრუნდება. ამიტომ, სილამაზე სიგამხდრით არ განისაზღვრება და იცხოვრეთ ცხოვრების ჯანსაღი წესით.

რაც შეეხება მშობლებს, მინდა მათ დიდი პატივისცემით ვურჩიო:

გაითვალისწინეთ, რომ მოზარდზე ზეწოლის მოხდენა არ შეიძლება და არ არის აუცილებელი, თქვენს შვილებს მოდელის აღნაგობა ჰქონდეთ. ნურასოდეს ეტყვით მოზარდებს, რომ ის ცუდად გამოყურება და წონაში უნდა დაიკლოს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

როგორ შეიცვლება მოსწავლეთა შეფასების წესი - რა ვალდებულებები ეკისრებათ სკოლებს

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება