სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ, რჩევები

როგორ შევაგუოთ ბავშვი საბავშვო ბაღს? - ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს და პედაგოგებს
23-09-2019
-
+


საბავშვო ბაღში მისული ბავშვების მშობლებთან დამშვიდობება ძალიან რთული სანახავია. ცხოვრების ამ სიახლესთან შეგუება მეტ-ნაკლებად ყველა ბავშვს უჭირს, ბაღში მისვლით ხომ პატარას ცხოვრებაში ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება.

როგორ დავეხმაროთ აღსაზრდელს გარემოსთან მარტივად ადაპტაციის პროცესში? - ამ საკითხთან დაკავშირებით ETALONI.GE-ის მკითხველს რჩევებს ფსიქოლოგი ლელა მურუსიძე აძლევს. 

- ქალბატონო ლელა, რა რჩევებს მისცემთ მშობლებს, როგორ დაეხმარონ ბავშვებს საბავშვო ბაღთან მარტივად ადაპტაციაში?

  • ბავშვებს ხშირად აქვთ მიტოვების შიში. ამიტომ, თავდაპირველად უკეთესია, თუ მშობლები საბავშვო ბაღის ეზოში გარკვეული პერიოდით დაყოვნდებიან, რათა პატარამ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს და მიხვდეს, რომ მას მისთვის რთულ ვითარებაში მხარს უჭერენ;
  • თუ გინდათ, რომ აღსაზრდელი საბავშვო ბაღს მარტივად შეაგუოთ, არ გამოიყენოთ ბაღი დასაშინებლად - მაგალითად: „თუ ასე არ მოიქცევი, ბაღში წაგიყვან“. არ მოიხსენიოთ საბავშვო ბაღი უარყოფით კონტექსტში;
  • ეფექტურია ბავშვისთვის საბავშვო ბაღზე ზღაპრების, თქვენივე შეთხზული მოთხრობის, ამბების მოყოლა, მაგ: ტყის, ან ჯუნგლების ბაღზე - სადაც  დიდი, საშიში და პატარა უწყინარი ცხოველები ერთად დადიან და კარგად ერთობიან (დათვი, ზღარბი, კურდღელი, ვეფხვი, თახვი და ა.შ.). ზღაპრის მოყოლით აღსაზრდელს დაძაბულობას მოუხსნით და ბაღის მიმართ ინტერესს გაუჩენთ;
  • სასურველია, თუ საბავშვო ბაღთან შეგუება ეტაპობრივად  მოხდება. თუ მშობელი ერთ დღეს ბაღს შორიდან დაანახებს, მეორე დღეს ცოტა ახლოს მიიყვანს, მესამე დღეს შენობაში შეიყვანს, ბავშვს საბავშვო ბაღთან შეგუება ბევრად გაუადვილდება; 
  • გარდა ამისა, მშობელი პირველ ხანებში აუცილებლად უნდა ახდენდეს მონიტორინგს, რა მდგომარეობაშია თავისი შვილი, თუ ტირის და ისტერიკას აწყობს, ჩუმადაა, მაგრამ დაძაბული - არ ლაპარაკობს, არ ჭამს,  ასეთ შემთხვევებში აჯობებს, რომ ბაღში ყოფნის პერიოდი 15 წთ-ით დაიწყოთ და ეტაპობრივად გაზარდოთ. ზოგადად, სასურველია, რომ პირველ დღეს ბავშვი მალევე წამოიყვანოთ სახლში;
  • აღსაზრდელის საბავშვო ბაღთან მარტივად ადაპტაციისთვის აუცილებელია, მშობლისა და პედაგოგების ურთიერთთანამშრომლობა, აუხსენით პედაგოგს, რისი ეშინია თქვენს პატარას, რა უხსნის დაძაბულობას (ხშირად მხარზე ხელის გადასმაც კი შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს), რომელი საკვების მიწოდებას არ აქვს აზრი.
- როგორ უნდა მოიქცნენ საბავშვო ბაღის პედაგოგები, რომ აღსაზრდელებს ბაღთან შეგუება არ გაუჭირდეთ?

- რაც შეეხებათ ბაღის პედაგოგებს, მათი შრომის მიმართ დიდი პატივისცემით მინდა ვურჩიო:

  • შეუქმენით ბავშვებს უსაფრთხო, მიმღებლობის გარემო, არ შეარცხვინოთ ბავშვი, რომელიც ტირის, მიეცით მას გრძნობების გამოხატვის საშუალება, დაე, მიხვდეს, რომ მას აქვს ტირილის უფლება. ბავშვის ემოციური უსაფრთხოება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური. დანაშაულის გრძნობა კი ცუდი მეგზურია ცხოვრებისეულ  გზაზე, რომელსაც დაბალ თვითშეფასებამდე და საკუთარი თავის მიმართ რწმენის დაკარგვამდე შეუძლია მიყვანა;
  • უყურადღებოდ არ დატოვოთ ძალადობისა და ბულინგის უმნიშვნელო გამოვლინებაც კი, განიხილეთ, რეაგირება მოახდინეთ, ასწავლეთ პატარებს კონფლიქტების მოგვარება მათთვის გასაგებ ენაზე, დაიხმარეთ ფსიქოლოგები, შექმენით იძულებისაგან, ძალადობისგან თავისუფალი გარემო, რათა თავიდან აიცილოთ ფსიქოლოგიური ტრავმა ბავშვებში და მისი თანამდევი ისეთი გამოვლინებები, როგორიცაა: ენურეზი, ენკოპრეზი, მუტიზმი, ტიკი და ა.შ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სკოლაში ახარებთ, მოსწავლეთა წარმატება და მათ ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

მოსწავლეებმა პროფესიული დღესასწაული ღვაწლმოსილ მასწავლებელს მიულოცეს

ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს და გაიაზრეს ამ თარიღის ისტორიული მნიშვნელობა

 

 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება