სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

7 მეთოდი, როგორ უნდა დაეხმაროთ შვილს სასკოლო სტრესის დაძლევაში
30-08-2019
-
+


ემოციური სტაბილურობა ნებისმიერი საქმის წარმატებით განხორციელების მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს. სულიერ სიმშვიდეს განსაკუთრებული მნიშვნელობა სასკოლო პროცესში ენიჭება. ფსიქოლოგების თქმით, მოზარდის ქცევითი პრობლემები ხშირად მის ცხოვრებაში მომხდარ სტრესს უკავშირდება.

ცნობილი ამერიკელი პედიატრი მერედიტ გროსმანი მშობლებს გასწავლით 7 მეთოდს, როგორ დაეხმაროთ თქვენს შვილებს სასკოლო სტრესის დაძლევაში:

მოუყევით მოზარდს ბავშვობაში მიღებული პირადი გამოცდილება

ბავშვები როგორც წესი, ყველაფერს მშობლებისგან სწავლობენ. საკუთარი სასკოლო წარუმატებლობის გაზიარება მათთვის იდეალური მეთოდია, მარტივად გაუმკლავდნენ სტრესს და მათ ცხოვრებაში მომხდარ გაუგებრობაში თავი მარტო არ იგრძნონ. „ყველაფერი გაივლის, შენს ასაკში მეც მქონდა მქონდა სკოლაში ეს პრობლემა, მაგრამ გავუმკლავდი, შენც შეძლებ ამას“.

მართეთ ბავშვის ძილი

მოზარდებს, რომლებსაც ძილის დარღვევები არ აქვთ, ნაკლებად გაღიზიანებულები არიან და ადვილად უმკლავდებიან ნებისმიერ სირთულეს.

მოაწყვეთ დასვენების დღეები

მოზარდებისთვის მშობლებთან ემოციური კავშირი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მით უფრო მაშინ, როდესაც გაღიზიანებულები არიან. გამოყავით შაბათ-კვირა ბავშვისთვის და წადით მასთან ერთად პიკნიკზე, თეატრში ან კინოში.

ივარჯიშეთ ყოველ დილით თქვენს შვილთან ერთად

მერედიტ გროსმანი მოზარდის სტრესის დაძლევის ერთ-ერთ საუკეთესო გზად დილის ვარჯიშებს მიიჩნევს. პედიატრი თვლის, რომ ყოველ დილით სუფთა ჰაერზე სირბილი და ვარჯიში ბავშვს ეხმარება, აღარ იფიქროს მომხდარზე და განიტვირთოს.

დაეხმარეთ მოზარდს საშინაო დავალებების შესრულებაში

ფსიქოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ მშობლის ჩართულობა მოზარდის სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვნად ეხმარება როგორც აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაში, ისე სტრესის  მართვაში.

ნუ გააკრიტიკებთ

ნუ გააკრიტიკებთ თქვენს შვილს, იმ შემთხვევაშიც, თუ გარკვეულ საკითხებში მის პოზიციას არ ეთანხმებით, რადგან მშობლის ხშირი კრიტიკა უარყოფითად აისახება მოზარდის თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე. ამიტომ, იყავით მუდამ პოზიტიურები და მიეცით ბავშვს საშუალება, იყოს თქვენი მეგობარი.

იკონტაქტეთ სკოლის პედაგოგებთან

მერდიტ გროსმანი თვლის, რომ მშობლის ხშირი ურთიერთობა სკოლის პედაგოგებთან ერთიორად აუმჯობესებს მოზარდის აკადემიურ მოსწრებას და გავლენას ახდენს მის ფსიქიკურ სტაბილურობაზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს შეეხება - პროგრამა ხვალიდან, 22 ოქტომბრიდან იწყება 

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„მობილური ტელეფონების შეზღუდვა, სასკოლო ფორმების დაწესება, მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აძლიერებს“...

მოსწავლეები ასევე შეუერთდნენ მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამას

ბალღოჯიანის საჯარო სკოლა თამარ კირიაკოვს გულითადად ულოცავს ამ მნიშვნელოვან აღიარებას
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება