| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2019 წლის უფასო ფაკულტეტებთან დაკავშირებით ინფორმაციას აბიტურიენტები მოუთმენლად ელიან. თითქმის ორი კვირის წინ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე კომისიას ერთი შეხვედრა ჰქონდა დარჩენილი და უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალს აბიტურიენტები უახლოეს პერიოდში გაიგებდნენ, თუმცა როგორც ხედავთ სია ჯერ ისევ არ გამოქვეყნებულა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აპელაციის შედეგები მიმდინარე კვირის ბოლოსთვის იქნება ცნობილი, აპლიკანტებს კი საკუთარი არჩევანის გაკეთება და სასურველი უნივერსიტეტების, პროგრამების შერჩევა აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მეორე დღის ჩათვლით შეეძლებათ.
etaloni.ge ინფორმაციის მისაღებად თუ როდის გამოქვეყნდება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფაკულტეტების სია კიდევ ერთხელ დაუკავშირდა განათლების სამინისტროს, თუმცა მათგან კონკრეტული პასუხი ისევ ვერ მივიღეთ.
უწყების განმარტებით, უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი ცნობილი მიმდინარე კვირის განმავლობაში გახდება და მანამდე გამოქვეყნდება, ვიდრე აბიტურიენტები აპელაციის შედეგებს გაიგებენ.
შეგახსენებთ, რომ წინა წელს უფასო ფაკულტეტების სია აგვისტოს დასაწყისში გამოქვეყნდა. იხილეთ რომელი პროგრამები დაფინანსდა 2018 წელს.
ასევე იხილეთ: „სტუდენტებს ფულს ვუხდით იმისთვის, რომ დაუსაქმებლები იყვნენ“ - რას ფიქრობენ განათლების სპეციალისტები უფასო ფაკულტეტების გაუქმებაზე
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება 25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება