სიახლეები
სამასწავლებლო

„მოსწავლეებს ისეთი უნარ-ჩვევები უნდა მივცეთ, რომ მერე პრაქტიკულად, დამოუკიდებლად შეძლონ გონებრივი იერიშის განხორციელება“ - დირექტორების მოსაზრებები
13-08-2019
-
+


2020 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები 4 სავალდებულო გამოცდის ნაცვლად 3-ს ჩააბარებენ. კერძოდ, უქმდება ზოგადი უნარების გამოცდა.

ეს საგნებია:

  1. ქართული ენა და ლიტერატურა
  2. უცხოური ენა
  3. მესამე გამოცდა დამოკიდებული იქნება პროგრამებზე- ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე - ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას, ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ.

უმაღლესი სასწავლებლები სურვილის შემთხვევაში, მეოთხე გამოცდას შემდეგი საგნების  ჩამონათვალიდან დააწესებენ: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.

etaloni.ge დაინტერსდა რას ფიქრობენ ცვლილებებზე საქართველოს სკოლების დირექტორები.

ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის თხინვალის საჯარო სკოლის დირექტორი ნანული ბოლქვაძე: „მე ნამდვილად ვეთანხმები ზოგადი უნარების გამოცდის გაუქმებას. ჩვენ ზოგადი უნარების არც არაფერი არ გაგვივლია, მაგრამ ნაკლები ცოდნა არ მიგვიღია. ასე რომ ზედმეტ დატვირთვად მიმაჩნია.

რაც შეეხება საგნების განაწილებას პროგრამების მიხედვით, ვფიქრობ რეალურია, რომ მიმართულებებზე საგნები ასე ბარდებოდეს. ტექნიკურს სჭირდება მათემატიკა, ჰუმანიტარულს ისტორია.“

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემოქმედის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო სანდრაძე: „ზოგადი უნარების გამოცდის გაუქმებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს მოსაწვლეების მოტივაციის დადაბლება და ვერ დანახვა, რომ სხვა საგნები ძალიან მნიშვნელოვანია. მათ ეს საგნები, რასაც ჩვენ ვასწავლით სკოლებში, შესაძლოა აღარ ისწავლონ იმ დონით, რა დონითაც სასურველია, რომ მიიღონ ზოგადი განათლება. ვგულისხმობ იმას, რომ მათ შესაძლოა თავი აარიდონ სირთულეებს, რაც სასკოლო საგნების სწავლას ახლავს თან.

ქართული ისედაც სავალდებულო ენაა და უცხოური ენაც რჩება, ამიტომ ვერაფერს ვხედავ ცუდს იმაში, რომ ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე ჩაბაბარების შემთხვევაში აბიტურიენტებმა ისტორია უნდა ჩააბარონ. პირიქით, რადგან ისტორია სავალდებულო იქნება,ვფიქრობ, გაცილებით მეტს ისწავლიან, რადგან ეროვნული გამოცდების ჩაბარებას სხვა მოცულობის ცოდნა სჭირდება.

რაც შეეხება ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებს, ჩემი აზრით კარგია, რომ უნივერსიტეტებს, ფაკულტეტებს არჩევანის საშუალება ჰქონდეთ გადაწყვიტონ რა ჩადონ საკუთარ საგამოცდო სისტემაში ანუ რა საგანი უნდათ, რომ ჩააბარონ აბიტურიენტებმა.“

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ლამბალოს საჯარო სკოლის დირექტორი დავით როსტომაშვილი: „ჩემი აზრით, ზოგადი უნარების გამოცდის გაუქმება ცუდი არ იქნება. ვფიქრობ, ეს სიახლე აბიტურიენტებს ცოტას გაუმარტივებსერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას.

ჰუმანიტარული მიმართულებებით ვინც აბარებს ისტორია რომ უნდა ჩააბაროს და ტექნიკური მიმართულებით ვინც აბარებს- მათემატიკა, ეგ მისაღებია. ეს საგნები უფრო მიახლოებულია შესაბამის პროფესიებთან და ამიტომ მგონია მართებული გამოცდების ასე ჩაბარება.“

დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ნატო ჯანხოთელი: „მე მაინც მგონია, რომ უნარების გამოცდა არ უნდა მოხსნილიყო. ზოგადი უნარების გამოცდა საჭიროდ მიმაჩნია, რადგან უნარების გამოცდა მაინც სხვანაირად წარმოაჩნეს ადამიანის აზროვნებას, მის უნარებს, იქნება ეს რთული საკითების მარტივად გადაწყვეტა, გამოსავლის პოვნის გზები და ა.შ. სულაც არ არის საჭირო რაღაც ფორმულების ზეპირად ცოდნა, ისე ლოგიუკური აზროვნებით შეგიძლია მიხვიდერთული ამოცანის გადაწყვეტამდე და ეს ლოგიკური აზროვნება ყველა სპეციალობის ადამიანისათვის საჭიროა,გინდა ჰუმანიტარული სპეციალობის იყოს და გინდა ტექნიკური სპეცილობის. სწორედ ლოგიკურ აზროვნებას ამოწმებდა ზოგადი უნარების გამოცდა.

ალბათ, ასე უფრო სწორია, რომ ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო პროგრამებზე მათემატიკა ჩაბარდეს, ჰუმანიტარულზე ისტორია და საზოგადოებრივი მეცნიერებების არჩევისას ერთი ან მეორე. მაგალითად: მგონი ისე იყო, რომ სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე  შეეძლოთ მათემატიკით ჩაბარება, ამიტომ არამგონია, რომ საჭირო იყოს ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე ტექნიკური საგნების ჩაბარება.“

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წყაროსთავის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ნადირაძე: „ეროვნულ გამოცდებზე დაგეგმილ ყველანაირ ინფორმაციას გავეცანი. ზოგადად, არც იმის წინააღმდეგი არ ვიყავი, რომ ზოგადი უნარები ბარდებოდა, მაგრამ საერთო ფონი ისეთია, რომ იმ 3 გამოცდაშიც აისახება ბავშვის რეალური შედეგი.

სიმართლე გითხრათ, ვერც იმაში ვხედავ ვერაფერ ცუდს, რომ საგნები არჩეული იქნება იმის მიხედვით, ვინ აბარებს ჰუმანიტარულზე და ვინ ტექნიკურზე.“

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მამათის საჯარო სკოლის დირექტორი ინეზა ჩიკაშუა: „ზოგადი უნარების გამოცდა კარგი კი იყო, მაგრამ ზოგს ძალიან უჭირდა ჩაბარება. სპეციალობის საგანს რომ კარგად აბარებს აბიტურიენტი, უნარების გამოცდის გამო, მე მგონი, არ უნდა დარჩეს უნივერსიტეტის გარეთ.

ზოგადი უნარები კარგი იყო იმ კუთხით, რომ ნებისმიერ ახალგაზრდას ზოგადი უნარები უნდა ქონდეს განვითარებული. თუმცა ძალიან დიდი პრობლემა იყო ისიც, რომ ტესტები ერთნაირი არ იყო. ზოგი ვარიანტი ადვილი იყო, ზოგი რთული. ვფიქრობ, ვარიანტებში სხვაობა არ არის სამართლიანი.

ჰუმანიტარულზე რომ ჰუმანიტარული საგანი იქნება ჩასაბარებელი და ტექნიკურზე ტექნიკური საგანი, ეს ძალიან მისასალმებელია თუ გინდა, რომ კარგი სპეციალისტი გყავდეს. უნივერსიტეტი თუ ჩათვლის საჭიროდ შეუძლია მერე შიგნით ჩაატაროს გამოცდა.“

ხობის მუნიციპალიტეტის გურიფურის საჯარო სკოლის დირექტორი გრიგორ იობაძე: „სულ იმას ვღაღადებდით, რომ მოსწავლეებს ისეთი უნარ-ჩვებები უნდა მივცეთ, რომ მერე პრაქტიკულად, დამოუკიდებლად შეძლონ პრობლემის გადაჭრის გზების მოძებნა, გონებრივი იერიშის განხორციელება. თუ ამას არ ასწავლი, მაშინ როგორ გამოვა. მე მგონია, რომ ის უნარები, რასაც ბავშვები აბარებენ უმაღლეს სასწავლებელში,  რაღაცა დოზით სკოლაშიც უნდა შემოიტანონ. მთალად გაუქმებას არ ვეთანხმები, მაგრამ თუ შევაიარაღებთ ბავშვებს ამ უნარებით, კი ბატონო.

დაგეგმილ სიახლეების გაცნობისას წავიკითხე, რომ აბიტურიენტებს გამოცდაზე ისეთი მაგალითები, ისეთი ამოცანები მიეცემათ, სადაც მათი უნარ-ჩვევები გამოვლინდება. აი, დავუშვათ ფიზიკაში  პირდაპირ ფორმულებით კი არ იქნება დავალებები, არამედ რაღაც უნარებზე გათვლილი. უნარები დაგჭირდება, რომ კრიტიკული თვალით შეხედო და გადაწყვიტო. თუ აბიტურიენტი საკუთარ უნარებს გამოიყენებს, არამგონია გაუჭირდეს.

არ ვეთანხმები იმას, რომ ჰუმანიტარულ მიმართულებაზე მხოლოდ ისტორია უნდა ჩაბარდეს და ტექნიკურზე მათემატიკა. რატომ არ ვეთანხმები იცით, ტექნიკურზე მათემატიკა კი ბატონო, მაგრამ რა ტესტს რა საგანიც სჭირდება, იმის საფუძველი თუ არ აქვს ბავშვს, როგორ აითვისებს მას მაღალ დონეზე. დავუშვათ გამოყენებითი ფიზიკის შემთხვევა, იქაც უნდა ჩააბაროს მათემატიკა და ფიზიკა შეიძლება მხოლოდ დამატებითი საგანი იყოს.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ჯვარისის საჯარო სკოლის დირექტორი იროდი გიორგაძე: „რადგან ზოგადი უნარები  ცალკე არ ისწავლება, ჩემი აზრით, უკეთესია გაუქმება. ვფიქრობ სხვა საგნებიდან გამომდინარე მაინც შემოწმდება მოსწავლის შესაძლებელობები.

მათემატიკა, თუნცდაც საქართველოს ისტორია აუცილებელია ყველამ იცოდეს. მათემატიკა თუ არ იცის აბიტურიენტმა, ვინც ტექნიკური მიმართულებით აბარებს და თუ გამოცდა სათანადოდ არ ჩააბარა, ისე მაღალ ცოდნასაც ვერ მიიღებს.

კასპის N4 საჯაროს კოლის დირექტორი ქეთევან ხითარიძე: „მე დავამთავრე კომუნისტურ რეჟიმში,  არ ჩამიბარებია ზოგადი უნარები, მაგრამ საკმაოდ კარგი განათლება მივიღე. ზოგადი უნარების გაუქმებასთან დაკავშირებით პროტესტს ნამდვილად არ გამოვხატავ, მაგრამ იცით რა უნდა იყოს აუცილებლად ჩადებული-ანალიტიკური წერა და წაკითხული ტექსტის გააზრება. მოსწავლეს წაკითხული ტექსტის გააზრება უნდა შეეძლოს, რაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში გვაქვს. დაწყებითი კლასიდან ამას ვნერგავთ სკოლებში. ბავშვებს ძალიან უჭირთ ტექსტის გაგება- გააზრება. ამიტომაც არის, რომ მერე უჭირთ საგნების შესწავლა და მთელი რიგ პრობლემები წამოიქმნება.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის კალაურის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ქევხიშვილი: „ჩემი აზრით, მართებულია ზოგადი უნარების გამოცდის გაუქმება, რადგან ბავშვებს უჭირთ მისი ჩაბარება. ვფიქრობ, რომ ეს უფრო გაუმარტივებთ გამოცდებს.

აბიტურიენტებისთვის კარგია, რომ არჩევანის საშუალება მიეცეთ. ტექნიკური მიმართულებლებზე, როგორც ვიცი, ყველგან მათემატიკა ბარდება და ეგ ცოტა არ მომწონს. ჩემი აზრით, მათემატიკის ტესტებს შედარებით გაამარტივებენ, რადგან ბავშვებს უჭირთ მათემატიკის ჩაბარება და ახლა უკვე სავალდებულო ხდება ბევრი ფაკულტეტისთვის.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება