სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რატომ აირჩიეს ჰუმანიტარული მიმართულებისთვის სავალდებულო საგნად ისტორია?! – ეროვნული გამოცდების ახალი მოდელი
10-08-2019
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების რაოდენობა 4-დან 3-მდე შემცირდა. დეკემბერში დაანონსებული სიახლეები სამინისტროში 7 აგვისტოს ოფიციალურად დაადასტურეს. ცვლილების მიხედვით, აბიტურიენტები ჰუმანიტარული მიმართულებით ისტორიას ჩააბარებენ, ხოლო ტექნიკური მიმართულების არჩევის შემთხვევაში - მათემატიკას.

აღსანიშნავია, რომ აბიტურიენტებისა და მოსახლეობის ნაწილში ცვლილებებმა არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია: მაგალითად, რატომ უნდა ჩააბარონ აბიტურიენტებმა ჰუმანიტარული მიმართულებით მაინცდამაინც ისტორია და არა გეოგრაფია, რომელიც ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი საგანია, რატომ არ აქვთ მათ არჩევანის საშუალება და ა.შ.

რატომ და რის მიხედვით აირჩია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჰუმანიტარული მიმართულებისთვის მესამე სავალდებულო საგნად ისტორია ამის შესახებ etaloni.ge-სთან განმარტება naec-ის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ და განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გააკეთეს.

„ისტორიასა და გეოგრაფიას შორის არჩევანზე, რა თქმა უნდა, იყო საუბარი. თუმცა, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ბლოკში ქართული ენისა და ლიტერატურის გარდა, რომელიც სავალდებულო საგანია, ყველაზე მასშტაბურ საგნად ისტორია ჩაითვალა. მოგეხსენებათ, ისტორია მოიცავს კაცობრიობის განვლილ გზას, მოიცავს ხელოვნებასაც, ფილოსოფიასაც, გეოგრაფიასაც... მეშვიდე კლასიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით უწყვეტად ისწავლება. გარდა ამისა, ისტორია არ არის მხოლოდ მეფეების სახელებისა და თარიღების ცოდნა. ეს არის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა, კრიტიკული აზროვნება, გაანალიზება. შესაბამისად, ჩაითვალა რომ ამ გამოცდით კარგად გამოჩნდება ის უნარები, რომელიც საჭიროა რომ აბიტურიენტს ჰუმანიტარული მიმართულებით გააჩნდეს“, - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა გადაწყვეტილება ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად იქნა მიღებული.

„ისტორია ყველაზე ფართო საგანია. ამაზე ბევრი საუბარი გვქონდა ექსპერტებთანაც. ამასთან ფართოდ იქნება საქართველოს ისტორია წარმოდგენილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს ბევრი ცოდნა ჰქონდეს არა მხოლოდ მსოფლიოს, არამედ საქართველოს ისტორიის შესახებ. ეს არის ყველაზე ფართო საგანი, რომელიც თავის თავში ყველაზე მეტ კომპონენტს მოიცავს, რომელიც შეიძლება ჰუმანიტარული მიმართულებით იყოს წარმოდგენილი“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ასევე იხილეთ: 2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ - დეტალები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობარი და რეგისტრაციის ვადები ცნობილია

მასწავლებელთა ბოლო საგამოცდო შედეგები გამოქვეყნდა - ისტ-ისა და 6 ენაში ტესტირების ქულები ცნობილია

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მასწავლებლის საგნის კომპეტენცია წარმატებით დაადასტურა ჯგალის თემის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა  

ბანძის საჯარო სკოლა ლიკა ჯახუას ეროვნულ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
ღვითორის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა 50 წლის იუბილე აღინიშნა
გიორგი გაფრინდაშვილის ორმაგი წარმატება - გამარჯვებები, რომლითაც ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ამაყობს
„წარმატება მხოლოდ მაღალი ქულები არ არის, წინ კიდევ ბევრი გამოცდა, შრომა და წარმატება გელოდებათ“ - ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგი აბიტურიენტებს
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება