სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა ბედი ელით პედაგოგებს, რომლებმაც პროფესიული უნარების გამოცდაზე გასვლა ვერ შეძლეს? - მასწავლებლის სახლის პასუხი
28-07-2019
-
+


მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები გრძელდება. მოქმედი პედაგოგების ნაწილმა პროფესიული უნარების გამოცდა მიმდინარე წლის 10 და 11 ივლისს ჩააბარა. მათმა ნაწილმა საგნის გამოცდაც დაწერა, ნაწილი კი ჯერ ისევ გამოცდის მოლოდინშია.

მასწავლებელთა პროფესიული უნარების გამოცდაზე დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან საერთო ჯამში, გამოცდაზე მასწავლებელთა 19% არ გამოცხადებულა. გამოცდაზე არ გამოცხადების მიზეზი კი განსხვავებული იყო, იყვნენ ისეთები, რომლებმაც ტესტების ჩაბარება გადაიფიქრეს და გამოცდაზე შეგნებულად აღარ გავიდნენ, თუმცა იყვნენ პედაგოგები, რომლებმაც შორი გზის გამო ან სხვა სუბიექტური მიზეზების გამო გამოცდაზე დააგვიანეს, ვერ მივიდნენ მაგრამ გამოცდის ჩაბარებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი არ დაუკარგავთ.

etaloni.ge შეეცადა გაერკვია რამდენად შესაძლებელია მოქმედმა პედაგოგმა პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლოს სტატუსის ამაღლება და საჭირო კრედიტქულების მოპოვება. როგორც მასწავლებლის სახლში განგვიცხადეს, მოქმედმა პედაგოგმა რომ სტატუსი აიმაღლოს, საჭიროა, როგორც საგნის, ისე პროფესიული უნარების გამოცდა წარმატებით დაძლიოს - მხოლოდ საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარება საკმარისი არ არის. 

„პედაგოგს მოეთხოვება, როგორც საგნის გამოცდის ჩაბარება ისე პროფესიული უნარებისაც. სტატუსის შემდგომი ამაღლებისთვის და კრედიტქულების დაგროვებისთვის მხოლოდ საგნის გამოცდაზე გასვლა არ იქნება საკმარისი. 2019 წლის ბოლომდე პრაქტიკოს პედაგოგებს ეძლევათ საშუალება, დააგროვონ კრედიტქულები და გავიდნენ გამოცდაზე, ასევე ერთხელ წარუმატებლობის შემთხვევაში მეორედ გასვლის შანსი ეძლევათ ნოემბერში. თუმცა, ვერ გეტყვით ახლა მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარების შემდგომ ნოემბერში მხოლოდ პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა თუ ექნებათ პედაგოგებს. ამაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. პედაგოგებს შედეგის გაუმჯობესების მიზნით აქვთ გამოცდაზე მეორედ გასვლის შესაძლებლობა და ცალკე საგანზე და ცალკე უნარებზე გასვლის შესაძლებლობაზე პასუხს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით“, - აცხადებენ მასწავლებლის სახლში.

როგორც etaloni.ge-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ  ცენტრში განუცხადეს, პრაქტიკოს პედაგოგებს საგნის გამოცდაზე მიღებული ქულის შენახვა და ნოემბერში პროფესიულ უნარებზე მეორედ გასვლის შესაძლებლობა აქვთ.

„პედაგოგებს, რომლებიც საგნის გამოცდას წარმატებით ჩააბარებენ, ნოემბერში შესაძლებლობა ექნებათ, რომ მხოლოდ პროფესიული უნარების გამოცდაზე გავიდნენ, მათ საგნის გამოცდაში მიღებული ქულები შეენახებათ“, - განგვიცხადეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ასევე იხილეთ: როდის გამოქვეყნდება მასწავლებელთა საგამოცდო ტესტების პასუხები და შედეგები? – „ნაეკის“ პასუხი

2019 წლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა საგნების გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა

2019 წლის მასწავლებელთა პროფესიული უნარების გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა

რამდენი ქულა უნდა დააგროვონ აპლიკანტებმა მასწავლებელთა საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის?! - ბრძანება

რამდენ პროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახონ მასწავლებელთა გამოცდაზე აპლიკანტებმა 1, 4, 7 და 10 კრედიტქულის მოსაპოვებლად?!

რამდენი აპლიკანტია დარეგისტრირებული მასწავლებელთა გამოცდებზე საგნების მიხედვით - სტატისტიკა


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება