სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რამდენი ქულა უნდა დააგროვონ აპლიკანტებმა მასწავლებელთა საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის?! - ბრძანება
09-07-2019
-
+


2019 წლის მასწავლებელთა საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისათვის ტესტირებაში დასაგროვებელი აუცილებელი ქულების ოდენობა განისაზღვრა. აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა.

პრაქტიკოსი მასწავლებელი საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების მიზნით ჩატარებულ ტესტირებაში მიღებული ქულების შესაბამისად დააგროვებს კრედიტქულებს.

შეგახსენებთ, აპლიკანტს, რომელიც არ არის პრაქტიკოსი მასწავლებელი, საგნის გამოცდა წარმატებით დაძლეულად ჩაეთვლება, თუ ის დააგროვებს მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტს.

საგნების და კლასების მიხედვით მინიმალური გადასალახი ქულების ოდენობა:

ქართული ენისა და ლიტერატურის (VII-XII კლასები), გეოგრაფიის (VII-XII კლასები), ისტორიის (VII-XII კლასები), ბიოლოგიის (VII-XII კლასები), ქიმიის (VII-XII კლასები), ფიზიკის (VII-XII კლასები), მათემატიკის (VII-XII კლასები), უცხოური ენების (I-XII კლასები), სამოქალაქო განათლების (VII-XII კლასები), ქართული, როგორც მეორე ენის (I-XII), სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების (I-IX კლასები), მუსიკის (I-IX კლასები), სპორტის (I-XII კლასები), ბუნებისმეტყველების (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები), ქართული ენისა და ლიტერატურის (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები), მათემატიკის (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები), ქართული ენის და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები) საგნის გამოცდაში და ასევე ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში - აპლიკანტმა, იმისათვის რომ საგნის გამოცდები ჩაეთვალოს წარმატებით დაძლეულად, უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი, კერძოდ:

ქართულ ენასა და ლიტერატურაში (VII-XII კლასები) 43 ქულა და მეტი;

მათემატიკაში (VII-XII კლასები) 32 ქულა და მეტი;

გეოგრაფიაში (VII-XII კლასები) 36 ქულა და მეტი;

ბიოლოგიაში (VII-XII კლასები) 38 ქულა და მეტი;

ქიმიაში (VII-XII კლასები) 43 ქულა და მეტი;

ფიზიკაში (VII-XII კლასები) 43 ქულა და მეტი;

ისტორიაში (VII-XII კლასები) 37 ქულა და მეტი;

სამოქალაქო განათლებაში (VII-XII კლასები) 37 ქულა და მეტი;

უცხოურ ენაში (I-XII კლასები) 55 ქულა და მეტი;

ქართული, როგორც მეორე ენა (I-XII კლასები) 58 ქულა და მეტი;

სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში (I-IX კლასები) - 37 ქულა და მეტი;

მუსიკაში (I-IX კლასები) - 43 ქულა და მეტი;

სპორტში (I-XII კლასები) - 43 ქულა და მეტი;

ქართულიენადალიტერატურა, მათემატიკადაბუნებისმეტყველება(I-IV კლასები) - 49 ქულა და მეტი;

ქართულ ენასა და ლიტერატურაში (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები) - 40 ქულა და მეტი;

ბუნებისმეტყველებაში (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები) - 40 ქულა და მეტი;

მათემატიკაში (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები) - 40 ქულა და მეტი;

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში - 43 ქულა და მეტი.

ინფორმაცია თითოული საგნის ნაწილების რაოდენობის და მათში გადასალახი ბარიერების შესახებ:

ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), ბუნებისმეტყველების (I-VI კლასები), ქართული ენისა და ლიტერატურის (I-VI კლასები), მათემატიკის (I-VI კლასები), უცხოური ენებისა (I-XII კლასები) და ქართულის, როგორც მეორე ენის (I-XII კლასები) ტესტები რამდენიმე ნაწილისაგან შედგება, რომლებშიც აპლიკანტმა იმისათვის, რომ გამოცდა ჩაეთვალოს წარმატებით დაძლეულად, ზემოაღნიშნულ ბარიერთან (60%-ზე მეტი) ერთად უნდა გადალახოს ტესტის თითოეული ნაწილის ბარიერი ქვემოთ დადგენილი პრინციპის შესაბამისად, კერძოდ:

ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის და ბუნებისმეტყველების მასწავლებელთათვის (I-IV კლასები) ტესტი შედგება 2 ნაწილისაგან, აქედან ერთ ნაწილში - აკადემიური უნარების ნაწილში - მასწავლებელმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის (აკადემიური უნარების ნაწილში მაქსიმალური ქულა - 18) 40% -ზე მეტი, ანუ 8 ქულა ან მეტი.

ბუნებისმეტყველების (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები), ქართული ენისა და ლიტერატურის (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები), მათემატიკის (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები) ტესტები შედგება 2 ნაწილისაგან, აქედან ერთ ნაწილში - აკადემიური უნარების ნაწილში - აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის (აკადემიური უნარების ნაწილში მაქსიმალური ქულა - 18) 40% -ზე მეტი (ანუ 8 ქულა ან მეტი).

უცხოური ენების გამოცდა იყოფა 4 ნაწილად, აქედან 4 ნაწილში - ლაპარაკის, წერის, კითხვისა და მოსმენის ნაწილებში მასწავლებელმა უნდა გადალახოს მაქსიმალური ქულის მესამედი ან/და მეტი. კერძოდ, ლაპარაკის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 - გამსვლელი 6 ქულა და მეტი, წერის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 22 - გამსვლელი 8 ქულა და მეტი, მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 გამსვლელი 6 ქულა და მეტი, ხოლო კითხვის ნაწილში | მაქსიმალური ქულა განისაზღვრა 36 ქულით, ხოლო გამსვლელი ქულაა 12 და მეტი.

ქართული, როგორც მეორე ენა (I-XII კლასები), იყოფა 5 ნაწილად. ტესტის თითოეული ნაწილისათვის განსაზღვრულია შიდა ზღვარი მაქსიმალური ქულის 40% -ზე მეტი, კერძოდ, მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 11 - გამსვლელი 5 ქულა და მეტი, კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულა განისაზღვრა 28 ქულით, ხოლო გამსვლელი 12 ქულა და მეტი, წერის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 20 - გამსვლელი 9 ქულა და მეტი, პროფესიული ცოდნის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 25 - გამსვლელი 11 ქულა და მეტი, ხოლო ლაპარაკის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 11, აქედან გამსვლელია 5 ქულა და მეტი.

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტესტი შედგება 2 ნაწილისაგან - თეორიული ცოდნის (წერილობითი) და პრაქტიკული უნარ-ჩვევების (პრაქტიკული) ნაწილისგან, ტესტის თითოეულ ნაწილში აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის 40%, ანუ 14 ქულა და მეტი.

ასევე იხილეთ: ყველა აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც მასწავლებელთა გამოცდების შესახებ აპლიკანტებმა უნდა იცოდნენ

რამდენ პროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახონ მასწავლებელთა გამოცდაზე აპლიკანტებმა 1, 4, 7 და 10 კრედიტქულის მოსაპოვებლად?!


კომენტარები


სკოლები
სექტემბრიდან ხაშურის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს დახვდებათ უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო
„დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა“
სკოლის აღსაზრდელები ბანაკისთვის კონკურსის შედეგად შეირჩნენ
სიახლეები
სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების ჩამონათვალი ცნობილია
განისაზღვრა მიმართულებები და დღეს ეს ინფორმაცია განთავსდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზეც
წესი არ ვრცელდება სპეციალურ მასწავლებელზე
ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის ჩატარების და ექსტერნად რეგისტრაციის ვადები დაადგინა
საინტერესო
ბავშვებს სთავაზობენ ვეგეტარიანულ, ჰიპოალერგიულ და დიაბეტით დაავადებულთათვის განკუთვნილ საკვებს
ასევე არ დაგავიწყდეთ სკოლის მოსწავლისთვის სამუშაო ადგილის მოწყობა
ეს მცენარე ჰაერის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სანიტარია
პატარის მუცლად ყოფნა, დედის მოლოდინი და განცდები მშობიარობის დროს ბავშვის დაბადების მომენტს დაუვიწყარს ხდის მშობლებისთვის
კარგია თუ ზურგჩანთას ექნება დამატებითი ქამარი
პიროვნება
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მაია ცქიტიშვილი 16 წლის იყო, დედა რომ გახდა
ეტალონი
განათლებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის
„არემჯი“ ორი წელია „ეტალონის“ მხარდამჭერი და ინტელექტ-ჩემპიონატის მეგობარი კომპანიაა
2018-2019 სასწავლო წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალური ღონისძიება საზეიმოდ დასრულდა
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობდა
მონაწილეები  მოსალოდნელ გამარჯვებებზე და შეგრძნებებზე გვესაუბრნენ.
საზოგადოება