სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მასწავლებლებთან დროებითი ხელშეკრულებების გაფორმება სწორი არ არის“ - პედაგოგების შეფასებები
15-07-2019
-
+


განათლების რეფორმების ფარგლებში დაანონსებული სიახლეების მიხედვით, პრაქტიკოსი სტატუსის მქონე პედაგოგებს, რომლებიც 2019 წლის ბოლომდე სტატუსის ამაღლებას ვერ შეძლებენ, სკოლები მხოლოდ დროებით ხელშეკრულებას გაუფორმებენ, რომლის ვადის ამოწურვის შემთხვევაშიც მათ სკოლის დატოვება მოუწევთ.

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად მასწავლებლებს სტატუსის ამაღლებისთვის გამოცდაზე გავლის შანსი ორჯერ ეძლევათ, ანუ თუკი ახლა მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებში მონაწილე პედაგოგი ვერ შეძლებს გამოცდის წარმატებით ჩაბარებას, მას შემოდგომაზე გამოცდაზე გასვლის და კრედიტების მოპოვების შანსი მეორედ მიეცემა.

etaloni.ge დაინტერესდა რას ფიქრობენ თავად მასწავლებლები დროებითი ხელშეკრულების გაფორმებაზე და ამის გასაგებად იმ მასწავლებლების ნაწილი გამოვკითხეთ, რომლებიც კომპეტენციის დადასტურების გამოცდებში ღებულობენ მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე საუბრისას ვინაობის გამხელა არც ერთმა მასწავლებელმა არ ისურვა, ჩვენ მათი მოთხოვნა გავითვალისწინეთ და მათ პოზიციებს იდენტიფიცირების გარეშე გთავაზობთ:

„ახლა თუ ვერ ჩავაბარე შემოდგომაზე კიდევ მაქვს შანსი გამოცდაზე გავიდე. და მაშინაც თუ წარუმატებელი აღმოჩნდა ჩემი მცდელობა, მერე უკვე დირექტორზე იქნება დამოკიდებული რამდენი ხნით დამტოვებს სკოლაში და საჭირო ვიქნები თუ არა. სკოლა ის ადგილია, სადაც პრიორიტეტი ბავშვები უნდა იყვნენ. მე ინგლისურის და ფრანგულის მასწავლებელი ვარ“,- განაცხადა თბიილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა პედაგოგმა.

„დროებითი ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, არც ისე სამართლიანი მგონია. რეალურად ეს გამოცდები ვერ ასახავს მასწავლებლების შესაძლებლობებს, ამიტომ არ მგონია რომ სამართლიანი იყოს დროებითი ხელშეკრულება იმ პედაგოგებთან, რომლებმაც წლები გაატარეს სკოლაში და არაერთი თაობა აღზარდეს“,- აცხადებს მასწავლებელი.

„ყველანაირად ცდილობენ, ასაკოვანი პედაგოგები სკოლიდან მოიშორონ, არადა ის არ იციან რომ ახალგაზრდა პედაგოგებს, იმ ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად, რომელიც ჩვენ გვაქვს, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდებათ. გამოცდილებას, რომელიც ჩემი ასაკის პედაგოგებს აქვთ, ვერც ტრენინგიდან მიიღებ და ვერც თეორიული ცოდნიდან. ეს პრაქტიკული გამოცდილება და უნარია, წლების მუშაობასთან ერთად ერთი შეხედვით რომ ხვდები როგორია ბავშვი და როგორ უნდა მიუდგე მას“, -განაცხადა თბილიის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა პედაგოგმა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ საპენსიო ასაკის არის, თვლის, რომ სკოლაში მისი მოღვაწეობის დრო არ ამოწურულა და კიდევ შეუძლია ახალ თაობას ცოდნა შესძინოს.

„ვფიქრობ, მასწავლებლებთან დროებითი ხელშეკრულების გაფორმება სწორი არ არის. ამით პედაგოგებს, თითქოს, მოტივაციას ართმევ, ეუბნები რომ დროებით ხარ და მალე სკოლიდან წახვალ - ეს არასწორია, ამას სჯობს, გითხრან რომ თუ გამოცდას ვერ ჩააბარებ სკოლაში ვეღარ ასწავლი, დროებითი ხელშეკრულების გაფორმება პირადად ჩემთვის შეურაცხმყოფელია“, -გვითხრა თბილისის N173 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა პედაგოგმა.

„პენსიონერი ვარ, მაგრამ ჯილდოს აღება არ მომდომებია. უნარები ჩავაბარე, კმაყოფილი ვარ, საგანში თუ ვერ ავიღე ისეთი ქულა, მოვემზადები და მერე კიდე ჩავაბარებ. ჩვენთან რაიონში კადრიც არ არის რეალურად. დირექტორსაც ვუთხარი, ნოემბერშიც თუ ვერ ჩავაბარე, წავალთქო. დროებითი ხელშეკრულებაც ძალიან სწორი მგონია“, - აცხადებს მასწავლებელი.

იხილეთ ასევე: „მასწავლებლებისთვის პენსია რომ გაეზარდათ, ყველა წავიდოდა“ - პედაგოგის კომენტარი გამოცდიდან

„პედაგოგმა, რომელიც კომპეტენციას ვერ დაადასტურებს, აუცილებლად უნდა დატოვოს სკოლა“- დირექტორების შეფასებები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

განცხადებების მიღება 14 მაისის ჩათვლითაა შესაძლებელი - იხილეთ დეტალური ინფორმაცია

„მოხდა შემზარავი დანაშაული ჩემი შვილების მონაწილეობით“ - სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ

მასწავლებელთა გამოცდაზე რეგისტრაცია გახანგრძლივდა - თანხის გადახდა 7 მაისის 18:00 საათამდე შეგეძლებათ

მასწავლებელთა გამოცდებზე პირველადი რეგისტრაცია დასრულებულია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც აპლიკანტებმა გაითვალისწინონ 

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

მათი ნამუშევრები ასახავს ქართული ანბანის სილამაზეს, სისუფთავესა და უნიკალურობას

კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის სასწავლო გრანტი

მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას ეროვნული დღესასწაული საინტერესო  პრეზენტაციებით მიულოცეს

საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება