სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რჩევები აბიტურიენტებს, რომლებიც ისტორიის გამოცდაზე უნდა გაითვალისწინონ
14-07-2019
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გაცემას აგრძელებს. ამჯერად 2019 წლის აბიტურიენტებს კითხვების დასმა ისტორიის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელთან შეეძლოთ.

etaloni.ge გთავაზობთ აბიტურიენტების დასმულ კითხვებს, რომელთაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ისტორიის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელმა, მანანა ჯავახიშვილმა უპასუხა:

- ისტორიის საგანს რამდენი აბიტურიენტი აბარებს წელს?

- დაახლოებით 12 500-მდე აბიტურიენტი. 

- მაინტერესებს დამატებით საგანს (ჩემს შემთხვევაში ისტორიას) რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს გრანტისთვის?

- აბიტურიენტთა დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხა ნაწილდება არჩევითი საგნების მიხედვით. გრანტის გაცემის დროს ზოგადი უნარების სკალირებული ქულა მრავლდება 1.5-ზე, ყველა სხვა საგნის შედეგი კი 1-ზე. ჯამი მრავლდება 10-ზე. ეს არის თქვენი საგრანტო ქულა.

- ვიზუალური დავალება შესაძლებელია თუ არა იყოს სახელმძღვანელოდან?

- დიახ, შესაძლებელია რა თქმა უნდა.

- როგორც ვიცით, ისტორიის ალტერნატიული სახელმძღვანელოები არსებობს. შესაძლებელია თუ არა რომ შემხვდეს საკითხი რომელიც ჩემს სახელმძღვანელოში არ წერია?

- ამგვარი რამ გამორიცხულია, რამდენადაც ტესტების შედგენის დროს ვითვალისწინებთ ალტერნატიულ სახელმძღვანელოებში მოცემულ ინფორმაციას, ერთმანეთს ვაჯერებთ და მხოლოდ იმ საკითხებს განვიხილავთ, რომლებიც საერთოა ორივე სახელმძღვანელოსათვის.

- ძირითადად რომელ საკითხებში უშვებენ აბიტურიენტები შეცდომას ისტორიის გამოცდაში?

- აბიტურიენტებს უჭირთ 33-ე და 34-ე დავალებების შესრულება, რომლებიც ვიზუალური წყაროს ანალიზს მოითხოვს. ასე თუ ისე, რთულია მათთვის 35-ე და 36-ე დავალებების შესრულებაც, რომლებშიც ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციების სასარგებლოდ არგუმენტები უნდა მოიტანონ.

- დახურული დავალებების ბლოკში (კითხვები არჩევითი პასუხებით) ისტორიაში რამდენი კითხვაა?

- ისტორიის ტესტში 29 დახურულბოლოიანი დავალებაა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება