სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამით გათვალისწინებული გამოცდის ჩატარების პროცედურები და ვადები განისაზღვრა
10-07-2019
-
+


დამტკიცდა სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამით გათვალისწინებული გამოცდის ჩატარების პროცედურები და ვადები. ამასთან, განისაზღვრა საგამოცდო ცენტრები, გამოცდის თარიღები და მაქსიმალური ქულები.
 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებით სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
 
პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების ათვისების დადასტურების მიზნით, გამოცდას ატარებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
 
გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში (სავალდებულო საგანი) ჩატარდება 2019 წლის 20 ივლისს, ხოლო არჩევით საგნებში - 2019 წლის 21 ივლისს.
 
გამოცდის მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 11:30 საათზე, ხოლო გამოცდა - 12:00 საათზე.
 
გამოცდა ჩატარდება შემდეგ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში:
 
  • სსიპ - მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლაში (მისამართი: ზუგდიდი, ზ. გამსახურდიას ქუჩა N9);
  • სსიპ თბილისის N147 საჯარო სკოლაში (მისამართი: თბილისი, დიღმის მასივი, მე-3 კვარტალი).
გამოცდასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართი

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება