სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი და რა წესები უნდა დაიცვან აბიტურიენტებმა ტესტირებისას
22-06-2019
-
+


2019 წლის პირველ ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდებში აბიტურიენტებს პირველი გამოცდა უტარდებათ, მანამდე კი სანამ გამოცდები დაიწყება etaloni.ge გთავაზობთ ინფორმაციას თუ როგორ მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი და რა წესები უნდა დაიცვან აბიტურიენტებმა გამოცდის მსვლელობისას.

საგამოცდო ბარათზე დატანილი ინფორმაციის მიხედვით აბიტურიენტი ცხადდება შესაბამის საგამოცდო ცენტრში იმ დროს, რომელიც ბარათზეა დატანებული; რეგისტრაციის გავლამდე აბარებს ზედმეტ ნივთებს; რეგისტრაციის გავლის შემდეგ იკავებს მისთვის განკუთვნილ ადგილს შესაბამის სექტორში.

გამოცდის დაწყებამდე აბიტურიენტები გაეცნობიან წესებს, რომლებიც უნდა დაიცვან ტესტირების პროცესში:

  • აბიტურიენტები უნდა დასხდნენ რეგისტრაციისას მითითებულ სამუშაო მაგიდასთან;

მაგიდაზე, რომელზეც განთავსებულია კომპიუტერი, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალმის, პასუხების ფურცლისა და შავი სამუშაოსთვის განკუთვნილი ფურცლის ან გამოცდით გათვალისწინებული დამხმარე მასალის (მაგ.: რუკა, მენდელეევის ტაბულა) დადება შეიძლება - არც ერთი სხვა ნივთი არ უნდა იდოს სამუშაო მაგიდაზე (წყალი პლასტმასის ბოთლით, შეუძლიათ დადონ იატაკზე).

  • პასუხების ფურცლების დარიგებისას დაკვირვებით უნდა შეამოწმოთ პასუხების ფურცელი დამკვირვებელთან ერთად, რათა დარწმუნდეთ, რომ დაუზიანებელია - ეს სექტორის უწყისში ხელმოწერით უნდა დაადასტუროთ; სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი!
  • ხარვეზიან პასუხების ფურცელს ახლით შეგიცვლიან;
  • პასუხების ფურცელზე დამკვირვებლის მიერ დაკრული შტრიხკოდის ნომერი (რომელიც ემთხვევა მაგიდის ნომერს) თავად უნდა ჩაწეროთ სექტორის უწყისის შესაბამის გრაფაში;
  • ტესტზე მუშაობა იწყება სისტემაში სპეციალური კოდის შეყვანის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ დამკვირვებელს.

გამოცდის დასრულებამდე 10 წუთით ადრე დამკვირვებელი შეგახსენებთ დროს, რათა დროულად დაასრულოთ ტესტზე მუშაობა;

დრო ემატებათ მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომელთაც წინასწარ მოითხოვეს სპეციალური პირობების შექმნა და წარმოადგინეს შესაბამისი სამედიცინო ცნობა, რის საფუძველზეც ცენტრში შექმნილმა კომისიამ დროის დამატებასთან დაკავშირებით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება;

თუ დროზე ადრე დაასრულებთ მუშაობას, მიმართავთ დამკვირვებელს, რომელსაც დადგენილი წესით ჩააბარებთ პასუხების ფურცელს, ასევე შავი სამუშაოსთვის განკუთვნილ ფურცელს. ნაშრომის ჩაბარების შემდეგ კი დატოვებთ საგამოცდო სექტორს. პასუხების ფურცლის ჩაბარების ფაქტს ხელმოწერით დაადასტურებთ სექტორის უწყისში;

აბიტურიენტი უნდა დაემორჩილოს დამკვირვებლის ან სხვა პასუხისმგებელი პირის ნებისმიერ გადაწყვეტილებას, მათ შორის, გადაწყვეტილებას გამოცდიდან მოხსნის თაობაზე;

საგამოცდო პროცესი ამით სრულდება, პასუხების ფურცლები ილუქება და იგზავნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ცნობისთვის, ყველა საგამოცდო სექტორში დამონტაჟებული იქნება ვიდეოკამერა, ჩაიწერება მთელი საგამოცდო პროცესი და შეიქმნება ვიდეო არქივი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება