სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაოს საჯარო სკოლაში ინგლისურ ენაში წარმატებული სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა
28-05-2019
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის ჩაოს საჯარო სკოლაში ინგლისურ ენაში წარმატებული  სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილის ტიპი გამჭოლი კომპეტენციები - წიგნიერება იყო და ნათლად ავლენდა თუ როგორი იყო მოსწავლეების სიტყვის მარაგი, წერის, კითხვისა და მოსმენილის კულტურა.

მეათეკლასელებმა სიტყვების გახსენებით გაიაქტიურეს წინარე ცოდნა, სიტყვების დაჯგუფებით განუვითარდათ საგნებს შორის შესაბამისობის პოვნისა და  აქტიური მოსმენის უნარი, რაც ხელს შეუწყობს შემდგომში ტექსტების მოსმენით აზრის გაგებას.

მათ შეძლეს ინგლისურ ენაზე შინაარსის თანმიმდევრულად გადმოცემა, სიტყვების დაკავშირება და მათი გამოყენებით წინადადებების შედგენა, კლასში შესრულებულ აქტივობებზე დაყრდნობით შეავსეს საკუთარი ბიოგრაფიული მონაცემები ინგლისურ ენაზე.

გაკვეთილის შემდეგ მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის მოსმენით სავარჯიშოებში მოცემული სიტყვების ამოცნობას და ჩაწერას, მიწოდებული ტექსტების გარჩევას ტიპების მიხედვით და თავიანთი სიტყვებით ინტერპრეტაციას,
ტექსტში ხაზგასმული სიტყვების დაკავშირებას სავარჯიშოში მოცემულ განმარტებებთან და წინადადებების შედგენას.

გაკვეთილი ორგანიზებულად მიმდინარეობდა. მოსწავლეებმა ენის კარგი ცოდნა და ანალიტიკური აზროვნების უნარი გამოავლინეს. 
 
სკოლის დირექტორმა, იოსებ აბულაძემ და შეფასების ჯგუფის წევრებმა ინგლისური ენის პედაგოგს, ირინა ბერიძეს საინტერესო გაკვეთილის ჩატარებისათვის მადლობა გადაუხადეს.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება