სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N103 საჯარო სკოლაში ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო - „გიყვარდეთ, კაცნო ერთმანეთი“ გაიმართა
28-05-2019
-
+


თბილისის N103 საჯარო სკოლის ლიტერატურულმა სალონმა (ხელმძღვანელი: მანანაა ნიკოლაშვილი) და მუსიკალურმა ეთნო-ავთენტურმა წრემ (ხელმძღვანელი: ნინო მიჯახტაშვილი) ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო - „გიყვარდეთ,კაცნო ერთმანეთი“ მოაწყო. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება ვაჟა-ფშაველას ცხოვრებასა და მოღვაწეობას მოიცავდა და დამშვენებული იყო ფშაური სიმღერებით.

„ღონისძიება „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, მოსწავლეებში ტოლერანტული კულტურის ამაღლებას ემსახურებოდა. სცენა
გაფორმებული იყო ფშაური ეთნოგრაფიული მოტივებით. მოსწავლეებმა: ანა ნიკოლაშვილმა, ლიანა ელიბეკიანმა, ანა კამკამიძემ, მარიამ გობეჩიამ, ანნა მერლანმა, დავით მაღლაკელიძემ, ნანა ხუციშვილმა, ლიზი თოლორაიამ, ანა ჩხაიძემ, თათია ფარცახაშვილმა , მარიამ თუთბერიძემ, გიორგი აბულაძემ, გიორგი სარქისოვმა, ლიდია ორეხოვამ, ლიკა ღვინაშვილმა სასიამოვნოდ და
სიანტერესოდ გადმოგვცეს ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიის დეტალები, მხატვრული ოსტატობით წაიკითხეს ვაჟას ლექსები. ნინო მიჯახტაშვილის მუსიკალური ეთნო-ავთენტური წრის მოსწავლეებმა მაყურებელთა ოვაცია დაიმსახურეს. მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა ბატონმა არჩილ ჩხაიძემ, რომელმაც აღუთქვა მხარდაჭერა ნებისმიერი საქმის წამოწყებაში, თუ კი ეს ჩვენი მოსწავლეების წინსვლა-განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენი სკოლა კიდევ ბევრ საინტერესო საღამოს გპირდებათ, ძვირფასებო“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება