| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტყემლანის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქართულის პედაგოგი ვალია ენდელაძე.
ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად ამ დღის მნიშვნელობაზე და დაღუპულ გმირების შესახებ ისაუბრეს, წაიკითხეს ლექსები. ღონისძიება დაასრულეს სიმღერით „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“, რომელიც ამდღის სიმბოლოდ იქცა.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს დღე გლოვის დღედ არის გამოცხადებული, საამაყოცაა, რადგან სწორედ ამ მოვლენამ ჩაუყარა საფუძველი ქვეყნის დემოკრატიას“,-აცხადებენ ტყემლანის სკოლაში.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ