| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ - დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დავით კლდიაშვილის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის სპეცმასწავლებლის, ლელა ჯანელიძის ხელმძღვანელობით დაიგეგმა და კლასში რამდენიმე აქტივობა განხორციელდა.
✔დაუნის სინდრომით იბადება ყოველი 800 ბავშვიდან ერთი
✔დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს
✔დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა
✔დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები
✔დაუნი არ შეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ სიტყვად – დაუნი არის მეცნიერი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი
ზედა სიმონეთის საჯარო სკოლაში შეკრებილ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სკოლის ექიმს სწორედ ამ გზავნილით გაფორმებული ბანერი და ფერადი წინდები აერთიანებდათ. საინტერესო ინფორმაციების მოსმენის შემდეგ პატარებმა თავიანთი გზავნილები დაწერეს და მიამაგრეს სიცოცხლის ხეზე.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის თითოეულ მათგანს საინტერესო დღისთვის და თანამშრომლობისათვის. ასევე მადლობას უხდის სკოლის სპეცმასწავლებელს ლელა ჯანელიძეს განხორციელებული ღონისძიებისათვის.
21 მარტს აღინიშნება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 21 მარტი, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე, ოფიციალურად 2012 წელს აღიარა. ამ დღის სლოგანი ყოველწლიურად იცვლება. წელს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების გზავნილია ,,არავინ დატოვო....მიღმა“. ამ დღის აღნიშვნის მიზანია ისეთ აქტივობებისა და ღონისძიებების წახალისება, რომელიც მიმართულია დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ამ სინდრომის მქონე ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისკენ.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება 25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება